OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩა, N 31

AR1947031სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება31 იანვარი, 2023- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6321173
გადაწყვეტილების თარიღი
9 თებერვალი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ჭუმბურიძე
დეველოპერი (ს/კ)
404571511

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.040.039
მესაკუთრე
სონა მამუჩაშვილი (P/N: *********04)
ფართობი
1 000 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1947031
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
31 იანვარი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
9 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 9 თებერვალი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6181795 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 31 იანვარს №AR1947031 განცხადებით მომართა გიორგი ჭუმბურიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6181795 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 14 მარტის №5844736 ბრძანებით, ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, ჰაინრიხ კლაპროთის ქუჩა №31-ში მდებარე №01.72.14.040.039 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6181795 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 31 ოქტომბრიდან 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 18 იანვრის №6290357 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 14 მარტის №5844736 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან, კერძოდ საზაფხულო, ავტოსადგომის, საერთო ფართობებთან დაკავშირებით და ჩანაცვლდა ±0.00 ნიშნულის გეგმა. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6181795 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ შეთანხმებულ კალენდარულ გრაფიკსა და ორგანიზების პროექტში არასწორად იყო დაფიქსირებული მე-4 ეტაპი, კერძოდ „ძირითადი კარკასის მოწყობა +8.80 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუაციების გამოკლებით)“ ნაცვლად მითითებული უნდა იყოს „ძირითადი კარკასის მოწყობა +18.10 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუაციების გამოკლებით)“. წარმოდგენილი და შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2022 წლის 17 ოქტომბრის №AR1927628 განცხადებით, სამსახურის 2022 წლის 14 მარტის №5844736 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მოთხოვნილ იქნა მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოდგენილ იქნა შესაბამისი დოკუმენტაცია, მათ შორის მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარული გრაფიკი 24 თვეზე. თუმცა, აღნიშნულ მშენებლობის ორგანიზების პროექტსა და კალენდარული გრაფიკში მშენებლობის მე-4 ეტაპი არასწორად იყო დაფიქსირებული, კერძოდ „ძირითადი კარკასის მოწყობა +8.80 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუაციების გამოკლებით)“ ნაცვლად მითითებული უნდა იყოს „ძირითადი კარკასის მოწყობა +18.10 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუაციების გამოკლებით)“. ამასთან, მშენებლობის ორგანიზების პროექტსა და კალენდარულ გრაფიკს შორის გასწორდა შეუსაბამობა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6181795 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6181795 ბრძანებაში და ბრძანების მე-3 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ძირითადი კარკასის მოწყობა +18.10 საპროექტო ნიშნულამდე (არამზიდი კონსტრუაციების გამოკლებით).“. 2. სამსხურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6181795 ბრძანებით შეთანხებული მშენებლობის ორგანიზების პროექტი და კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული მშენებლობის ორგანიზების პროექტითა და კალენდარული გრაფიკით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6181795 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 31 ოქტომბრის №6181795 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 9 თებერვალი, 2023გადაწყვეტილება6321173 - თანხმობა
  3. 8 თებერვალი, 2023ქალაქის პასუხი
  4. 8 თებერვალი, 2023ფაილები აიტვირთა
  5. 31 იანვარი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა