ქალაქი თბილისი , იოანე პეტრიწის ქუჩის ბოლოს მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6335098
- გადაწყვეტილების თარიღი
- 20 თებერვალი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თენგიზი ესიავა
- დეველოპერი (ს/კ)
- 405269891
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.06.001.263
- მესაკუთრე
- სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი (204521794)
- ფართობი
- 2 010 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.06.001.263საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1947223
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 1 თებერვალი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 4
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 20 თებერვალი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 01 იანვარს №AR1947223 განცხადებით მომართა თენგიზი ესიავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, იოანე პეტრიწის ქუჩის ბოლოს მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.06.001.263) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 9 დეკემბრიდან 2025 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2022 წლის 20 დეკემბრის №6256882 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო და ავტოსადგომის ფართობებთან დაკავშირებით. ასევე, ჩანაცვლდა -3.30 და 0.00 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები და დაემატა „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული +39.30 ნიშნულის გეგმა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანებით შეთანხმებულ კონსტრუქციულ ნაწილში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, -3.30 ნიშნულზე „გ-დ“ და „4`-2“ ღერძებში შეცდომით არის დატანილი კედლები. ასევე ტექნიკური შეცდომა ფიქსირდება „ე`-დ`“ და „3-5“ ღერძებში არსებულ კონსტრუქციულ ნაწილში. გარდა ამისა, „7“ ღერძის გარეთ „ზ-ვ“ ღერძებში არასწორად არის დატანილი ზომები. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი კონსტრუქციული ნაწილი შეადარა შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციას და დაადგინა, რომ ვინაიდან, კონსტრუქციული ნაწილი შესაბამისობაში იქნა მოყვანილი არქიტექტურულ ნაწილთან, განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანებაში და კონსტრუქციული ნაწილის საძირკვლის, სავენტილაციო ბლოკების განლაგების, კონსტრუქციების განლაგების -3.30, -0.30, +3.00, +6.30, +9.60-29.40, +32.70, +36.00, +39.30 ნიშნულების სქემები და გადახურვის ფილა +40.20 და +41.80 ნიშნულებზე ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი კონსტრუქციული ნაწილის საძირკვლის, სავენტილაციო ბლოკების განლაგების, კონსტრუქციების განლაგების -3.30, -0.30, +3.00, +6.30, +9.60-29.40, +32.70, +36.00, +39.30 ნიშნულების სქემებით და გადახურვის ფილით +40.20 და +41.80 ნიშნულებზე. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 09 დეკემბრის №6242247 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 20 თებერვალი, 2023გადაწყვეტილება6335098 - თანხმობა
- 18 თებერვალი, 2023ქალაქის პასუხი
- 18 თებერვალი, 2023ფაილები აიტვირთა
- 13 თებერვალი, 2023ქალაქის პასუხი
- 13 თებერვალი, 2023ფაილები აიტვირთა
- 8 თებერვალი, 2023ქალაქის პასუხი
- 8 თებერვალი, 2023ფაილები აიტვირთა
- 1 თებერვალი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები4
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა