OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა, N 22

AR1948517სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება8 თებერვალი, 2023
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6328069
გადაწყვეტილების თარიღი
15 თებერვალი, 2023
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
1 ნოემბერი, 2012 – 1 მაისი, 2014
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ბექა ჩიქობავა
დეველოპერი (ს/კ)
404921340

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.03.042.196
მესაკუთრე
შპს "პიენო" (404921340)
ფართობი
595 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1948517
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
8 თებერვალი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 თებერვალი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 01 ნოემბრის №413000 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 08 თებერვალს №AR1948517 განცხადებით მომართა ბექა ჩიქობავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2012 წლის 01 ნოემბრის №413000 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2012 წლის 01 ნოემბრის №413000 ბრძანებით შეთანხმდა №01.14.03.042.196 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2012 წლის 01 ნოემბრიდან 2014 წლის 01 მაისის ჩათვლით. ამავე ბრძანებით დამკვეთს დაევალა, მის მიერ წარმოდგენილი გრაფიკის თანახმად წინამდებარე ბრძანებით მშენებლობის ნებართვის გაცემიდან 1 (ერთი) წლის ვადაში და არა უგვიანეს ვარგისად აღიარებამდე უზრუნველყოს სპეციალური (ზონალური) მოსაკრებლის გადახდა. სამსახურის 2014 წლის 15 იანვრის №1079707 გადაწყვეტილებით სამსახურმა დაადასტურა სანებართვო პირობების დარღვევით/შეუსრულებლობით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით პირობებთან შესაბამისობა, საკადასტრო წითელ ხაზებს გაცდენილი საყრდენი კედლისა და ღობის გარეშე. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2012 წლის 01 ნოემბრის №413000 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ, განმცხადებელს სურს ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს 03 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით 40.5 კვ.მ. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2012 წლის 01 ნოემბრის №413000 ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გენგმაზე დატანილია 03 ღია ავტოსადგომი და მათი ჯამური ფართობი შეადგენს 40.5 კვ.მ-ს. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი გენ-გენგმა არ იცვლება და ხდება მხოლოდ ღია ავტოსადგომების ფართობების და ზომების (სიგრძე/სიგანე) დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 01 ნოემბრის №413000 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 40.5 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 01 ნოემბრის №413000 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე გასწორებული გენ-გეგმით. 3.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 01 ნოემბრის №413000 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 01 ნოემბრის №413000 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 15 თებერვალი, 2023გადაწყვეტილება6328069 - თანხმობა
  3. 8 თებერვალი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა