OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, გიორგი გურამიშვილის ქუჩა, N 27

AR1950970სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება22 თებერვალი, 2023
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6364959
გადაწყვეტილების თარიღი
13 მარტი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ავთანდილ მახარობლიშვილი
ორგანიზაცია
22200
დეველოპერი (ს/კ)
205267423

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.09.001.008
მესაკუთრე
შპს "სისტემ ნეტ" (205267423)
ფართობი
17 313 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1950970
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
22 თებერვალი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
5

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 13 მარტი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 13 იანვრის №6282855 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 22 თებერვალს №AR1950970 განცხადებით მომართა ავთანდილ მახარობლიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 13 იანვრის №6282855 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 13 იანვრის №6282855 ბრძანებით შეთანხმდა, №01.18.09.001.008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №6313233 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 13 იანვრის №6282855 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ საცხოვრებელ, საოფისე, საზაფხულო, სასტუმროს ნომრებისა და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. ასევე, შეთანხმებულ გეგმებს დაემატა გამორჩენილი +32.10 და +78.30 ნიშნულების გეგმები და ჩანაცვლდა შეთანხმებული 0.00, +6.00, +9.00, +12.30, +15.60, +18.90, +22.20, +25.50, +28.80, +61.80, +75.00, +81.60 და +84.90 ნიშნულების გეგმები. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 13 იანვრის №6282855 ბრძანებაში ცვლილების შეტანას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში სასაწყობე ფართობად 912.0 კვ.მ-ის ნაცვლად 910.2 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 335.0 კვ.მ-ის ნაცვლად 612.7 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 10648.96 კვ.მ-ის ნაცვლად 10633.5 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 70322.16 კვ.მ-ის ნაცვლად 70582.6 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ ბრძანებაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გეგმაზე ფართობების დაზუსტება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (რეგისტრაციის ნომერი: №882022066084, მომზადების თარიღი: 29/01/2022 წ.) თანახმად, №01.18.09.001.008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "სისტემ ნეტ" (ს/ნ: 205267423). ხოლო, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22128892, მომზადების თარიღი: 13/10/2022 წ.) თანახმად, შპს "სისტემ ნეტ"-ის (ს/ნ: 205267423) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ილია ინჯია (პ/ნ: 01007000232). 2020 წლის 2 მარტის №AR1734090 განცხადებით სამსახურში წარმოდგენილია ილია ინჯიას (პ/ნ: 01007000232) მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული 2020 წლის 5 მარტის მინდობილობა. შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 13 იანვრის №6282855 ბრძანებაში ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შეტანილ იქნეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 13 იანვრის №6282855 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში სასაწყობე ფართობად დაფიქსირდეს 910.2 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 612.7 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 10633.5 კვ.მ., საერთო ფართობად - 70582.6 კვ.მ. 2. სამსახურის 2023 წლის 13 იანვრის №6282855 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №6313233 ბრძანებით ჩანაცვლებული და დამატებული გეგმების გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 13 იანვრის №6282855 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 13 იანვრის №6282855 და 2023 წლის 3 თებერვლის №6313233 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 13 მარტი, 2023გადაწყვეტილება6364959 - თანხმობა
  3. 10 მარტი, 2023ქალაქის პასუხი
  4. 10 მარტი, 2023ფაილები აიტვირთა
  5. 7 მარტი, 2023ქალაქის პასუხი
  6. 7 მარტი, 2023ფაილები აიტვირთა
  7. 6 მარტი, 2023ქალაქის პასუხი
  8. 6 მარტი, 2023ფაილები აიტვირთა
  9. 25 თებერვალი, 2023ქალაქის პასუხი
  10. 25 თებერვალი, 2023ფაილები აიტვირთა
  11. 22 თებერვალი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები5

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა