ქალაქი თბილისი, ალექსი გობრონიძის ქუჩა, N 32ე
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6370052
- გადაწყვეტილების თარიღი
- 16 მარტი, 2023
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბესიკ პაპისმედოვი
- დეველოპერი (ს/კ)
- 406311968
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.13.011.724
- მესაკუთრე
- შპს "ლენდ ინვესტი" (404590867)
- ფართობი
- 3 077 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.13.011.724საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1951841
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 1 მარტი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 15 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 16 მარტი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2023 წლის 1 მარტის №AR1951841 განმეორებითი განცხადება, რომლითაც ითხოვთ სამსახურის 2021 წლის 25 ნოემბრის №5693425 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2023 წლის 10 მარტის №6361302 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ ხარვეზები სრულად არ არის გამოსწორებული, კერძოდ საცხოვრებელ ფართობებში ისევ არასწორად არის ჩათვლილი კოლონებისა და საჰაერო შახტების ფართობები. ამასთან, ამჯერად წარმოდგენილ -3.00 ნიშნულის გეგმაზე მდებარე ავტომობილის სადგომებზე დამოუკიდებლად არის დატანილი ფართობები, შესაბამისად სამსახურის მიერ გადამოწმდა მთლიანი საპროექტო შენობის ავტოსადგომის ფართობი და დადგინდა, რომ ყველა ავტომობილის სადგომზე ზომები სრულად არ არის მითითებული (სიგრძე, სიგანე). ამასთან, ვინაიდან ავტომობილის სადგომებზე დამოუკიდებლად არის მაჩვენებლები დაფიქსირებული საჭიროა სავალი ნაწილის ფართობიც დამოუკიდებლად დაფიქსირდეს. აგრეთვე, გაითვალისწინეთ, რომ +0.60 ნიშნულის გეგმაზე მდებარეობს ღია ავტოსადოგმები, რომელთა ფართობი არ იანგარიშება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებელში, თუმცა შესაძლებელია მათი დაფიქსირება ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა დაზუსტებულ იქნეს მოთხოვნა საცხოვრებელ, ავტოსადგომისა და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. ამასთან, სურვლის შემთხვევაში დაზუსტებულ იქნეს მოთხოვნა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობის დაფიქსირებასთან დაკავშირებით. ამასთან, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სამსახურის 2021 წლის 25 ნოემბრის №5693425 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების იდენტური (გეგმარების ცვლილების გარეშე) არქიტექტურული გეგმები, გასწორებული ფართობების დატანით. ვინაიდან, სამსახურის 2023 წლის 10 მარტის №6361302 გადაწყვეტილებას გაეცანით 2023 წლის 10 მარტს, ხოლო სამსახურს განმეორებით მომართეთ 2023 წლის 15 მარტს, ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული 30 (ოცდაათი) სამუშაო დღიდან დარჩენილია 27 (ოცდაშვიდი) სამუშაო დღე. სამსახური გაძლევთ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას 27 (ოცდაშვიდი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი 2023 წლის 1 მარტის №AR1951841 განცხადება დარჩება განუხილველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 16 მარტი, 2023გადაწყვეტილება6370052 - სხვა
- 15 მარტი, 2023ქალაქის პასუხი
- 15 მარტი, 2023ფაილები აიტვირთა
- 27 თებერვალი, 2023ფაილები აიტვირთა
- 27 თებერვალი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა