OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , III და IV მიკრო-რაიონებს შორის

AR1953075სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება17 იანვარი, 2024- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6868826
გადაწყვეტილების თარიღი
2 თებერვალი, 2024
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მინური აბულაძე
დეველოპერი (ს/კ)
245599990

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.07.007.104
მესაკუთრე
შპს "არომა" (245599990)
ფართობი
19 000 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 4 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1953075
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
17 იანვარი, 2024
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 2 თებერვალი, 2024ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2024 წლის 17 იანვრის №AR1953075 განცხადებით მომართა მინური აბულაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებით №01.10.07.007.104 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის („ბ“ ბლოკი) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 26 დეკემბრის №6822471 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 26 დეკემბრიდან 2027 წლის 23 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გამორჩენილია ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად ღია ავტოსადგომების ფართობის (869.5 კვ.მ.) დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. კერძოდ, სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის არქიტექტურულ გეგმაზე და გენ-გეგმაზე „ბ“ ბლოკისთვის გათვალისწინებულია 61 ღია ავტოსადგომი (ფართობი: 869.5 კვ.მ.). თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად გამორჩენილ იქნა აღნიშნული ავტოსადგომების სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში დაფიქსირება. ამასთან, 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა და გენ-გეგმა არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმაზე და გენ-გეგმაზე ღია ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს: ღია ავტოსადგომები: 869.5 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა და გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმით და გენ-გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ნოემბრის №6772415 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 2 თებერვალი, 2024გადაწყვეტილება6868826 - თანხმობა
  3. 1 თებერვალი, 2024ქალაქის პასუხი
  4. 1 თებერვალი, 2024ფაილები აიტვირთა
  5. 30 იანვარი, 2024ქალაქის პასუხი
  6. 30 იანვარი, 2024ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა