ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 64 , (ნაკვეთი N005/056) ; ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 64 , (ნაკვეთი N5/51) ; ქალაქი თბილისი , გამზირი გურამიშვილი , N 64 , (ნაკვეთი N5/50)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6368174
- გადაწყვეტილების თარიღი
- 15 მარტი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 7 მარტი, 2023 – 7 მაისი, 2027
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი მაზიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405580198
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.01.005.625
- მესაკუთრე
- შპს კ3 თაუერ (405580198)
- ფართობი
- 6 807 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 16 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.01.005.625საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1953846
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 10 მარტი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 5 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 15 მარტი, 2023ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 07 მარტის №6356438 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 10 მარტს №AR1953846 განაცხადით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 07 მარტის №6356438 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 07 მარტის №6356438 ბრძანებით, №01.12.01.005.625 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ა-ბლოკი) და ცალკე მდგომი მრავალადგილიანი ავტოსადგომის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 07 მარტიდან 2027 წლის 07 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს ''თბილაბრეშუმი'' (ს/ნ: 200003174). წინამდებარე განაცხადით მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 07 მარტის №6356438 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - შპს ''თბილაბრეშუმი''-ს (ს/ნ: 200003174) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს “კ3 თაუერ”-ის (ს/ნ: 405580198) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882023176580, მომზადების თარიღი: 09/03/2023 წ.) თანახმად, №01.12.01.005.625 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენს შპს “კ3 თაუერ”-ის (ს/ნ: 405580198) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22148697, მომზადების თარიღი: 24/11/2022 წ.) თანახმად, შპს “კ3 თაუერ”-ის (ს/ნ: 405580198) დირექტორს წარმოადგენს კახაბერ კაჩუხაშვილი (პ/ნ: 60801162157). სამსახურში წარმოდგენილია, კახაბერ კაჩუხაშვილის (პ/ნ: 60801162157) მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული 2023 წლის 09 მარტის მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 230299171, რეგისტრაციის თარიღი: 09.03.2023 წ.). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.12.01.005.625 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს “კ3 თაუერ” (ს/ნ: 405580198), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2023 წლის 07 მარტის №6356438 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს “კ3 თაუერ”-ის (ს/ნ: 405580198) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 07 მარტის №6356438 ბრძანებაში და დამკვეთად შპს ''თბილაბრეშუმი''-ს (ს/ნ: 200003174) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს “კ3 თაუერ” (ს/ნ: 405580198). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 07 მარტის №6356438 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 07 მარტის №6356438 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 15 მარტი, 2023გადაწყვეტილება6368174 - თანხმობა
- 14 მარტი, 2023ქალაქის პასუხი
- 14 მარტი, 2023ფაილები აიტვირთა
- 9 მარტი, 2023ფაილები აიტვირთა
- 9 მარტი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- amonaweri.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა