ქალაქი თბილისი , მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა , N 9
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6389290
- გადაწყვეტილების თარიღი
- 28 მარტი, 2023
- შედეგი
- სხვა
- მშენებლობის ვადა
- 29 ივნისი, 2018 – 29 ნოემბერი, 2018 (5 თვე)
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნოდარ სანდუხაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405133822
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.05.029.302
- მესაკუთრე
- შპს იუნიქს ქონსთრაქშენ კომპანი (405133822)
- ფართობი
- 8 780 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.05.029.302საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1955970
- სტატუსი
- შუალედური
- რეგისტრაცია
- 20 მარტი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- ახლა ელოდება
- განმცხადებლის პასუხს
- ქალაქის ბოლო პასუხი: 28 მარტი, 2023 (1 336 დღე)
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 28 მარტი, 2023ქალაქის პასუხი
2023 წლის 20 მარტის №AR1955970 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 20 მარტს №AR1955970 განცხადებით მომართა ნოდარ სანდუხაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 12 აგვისტოს №5063549 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 30 ივნისის №4044493 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩა N9-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.11.05.029.302), მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის, სექტორი 2, ბლოკი ,,გ’’-ს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 29 ივნისიდან 2018 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით. ამავე, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით დამკვეთს დაევალა ბრძანების ოფიციალური წესით გაცნობიდან 5 (ხუთი) თვის ვადაში, კორექტირებული განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის შეთანხმების უზრუნველყოფა, რომლითაც აღმოფხვრილი იქნება ხარვეზი მიჯნის ზონასთან დაკავშირებით. სამსახურის 2020 წლის 12 აგვისტოს №5063549 ბრძანებით შესრულებულად ჩაითვალა სამსახურის 2018 წლის 30 ივნისის №4044493 ბრძანების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა. სამსახურის 2018 წლის 07 აგვისტოს №4107791 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ზემოაღნიშნულ ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2018 წლის 31 ივლისის №AR1619578 განცხადებაზე წარმოდგენილი იგივე ნიშნულის გეგმებით. სამსახურის 2018 წლის 07 დეკემბრის №4294586 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2018 წლის 30 ივნისის №4044493 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაფიქსირდა: საცხოვრებელი ფართობი: 15306.5 კვ.მ., საზაფხულო ფართობი: 2162.6 კვ.მ., საერთო ფართობი: 22033.3 კვ.მ. სამსახურის 2021 წლის 02 თებერვლის № 5272537 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2018 წლის 30 ივნისის №4044493 ბრძანებაში ღია ავტოსადგომების ფართობთან დაკავშირებით. ასევე, სამსახურის 2018 წლის 30 ივნისის №4044493 ბრძანებით შეთანხმებული ავტოსადგომების სქემა ჩანაცვლდა 2020 წლის 12 ნოემბრის №AR1787697 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ავტოსადგომების სქემით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 12 აგვისტოს №5063549 ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებზე დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საზაფხულო ფართებზე არ არის მითითებული ფართობები და ვერ ხერხდება მათი საცხოვრებელი ფართობისგან გამიჯვნა. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2018 წლის 07 დეკემბრის №4294586 ბრძანებით ერთხელ უკვე გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2018 წლის 30 ივნისის №4044493 ბრძანებაში საზაფხულო ფართობთან დაკავშირებით. შესაბამისად, საჭიროა დაზუსტებულ იქნას მოთხოვნა მისი ხელახლა გასწორების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით. გაითვალისწინეთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). ამასთან, ვინაიდან სამსახურის 2020 წლის 12 აგვისტოს №5063549 ბრძანებით შესრულებულად ჩაითვალა სამსახურის 2018 წლის 30 ივნისის №4044493 ბრძანების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა და განიხილება სამსახურის 2018 წლის 30 ივნისის №4044493 ბრძანებასთან ერთად, ტექნიკური შეცდომის გასწორება უნდა მოხდეს 2018 წლის 30 ივნისის №4044493 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია შესწორებული დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 დააზუსტოს მოთხოვნა საზაფხულო და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2 დააზუსტოს მოთხოვნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის რეკვიზიტებთან დაკავშირებით. 1.3 საჭიროების შემთხვევაში წარმოადგინოს სამსახურის 2018 წლის 30 ივნისის №4044493 ბრძანებით შეთანხმებული (სამსახურის 2018 წლის 07 აგვისტოს №4107791 ბრძანებით ჩანაცვლებული) გეგმების იდენტური გეგმები, გასწორებული ფართობების დატანით, გეგმარების ცვლილების გარეშე. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2023 წლის 20 მარტს №AR1955970 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 28 მარტი, 2023გადაწყვეტილება6389290 - სხვა
- 20 მარტი, 2023ფაილები აიტვირთა
- 20 მარტი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა