ქალაქი თბილისი , მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბაქტერიოფაგისაკენ ჩასასვლელი გზის მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 459207
- გადაწყვეტილების თარიღი
- 7 დეკემბერი, 2012
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი წიკლაური
- დეველოპერი (ს/კ)
- 211328124
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.13.016.063
- მესაკუთრე
- შპს "კომფორტი-50" (211328124) (211328124)
- ფართობი
- 2 555 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.13.016.063საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-3
- K1
- 0,7
- K2
- 0
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR195610
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 30 ნოემბერი, 2012
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 3 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 7 დეკემბერი, 2012ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11/15/2012 წ. 434706 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 11/30/2012 წ. AR195610 განცხადებით მომართა გიორგი წიკლაურმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 11/15/2012 წ. 434706 ბრძანებაში ცვლილების შეტანა, კერძოდ: დამკვეთად მის ნაცვლად შპს "გაზ–კომფორტი"–ს მითითება. სამსახურმა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისში, სექტორი საბურთალო, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ბაქტერიოფაგისაკენ ჩასასვლელი გზის მიმდებარედ (ნაკვ.#016/063), შ.პ.ს. ,,კომფორტი–50"–ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ბუნებრივი გაზით ავტოგაზგასამართი საკომპრესორო სადგურის მოსაწყობად 434706 ბრძანებით შეთანხმდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. დამკვეთად აქტში მითითებულ იქნა გიორგი წიკლაური. მიწის აღნაგობის ხელშეკრულების (სანოტარო მოქმედების რეგისტრაცია #120040942, სანოტარო მოქმედების თარიღი: 17.01.2012 წ.) თანახმად, შპს "გზა–კომფორტ"–ს აღნაგობის უფლებით გადაეცა 1500 კვ.მ მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით: 01 10 13 016/063) მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობების ასაშენებლად. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, დამკვეთს პირველ და მეორე სტადიაზე წარმოადგენს განმცხადებელი, ხოლო მესამე სტადიაზე დამკვეთი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, მოსარგებლე, ან მისი/მათი უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი. როგორც ზემოაღნიშნული აღნაგობის ხელშეკრულებიდან ირკვევა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი გააჩნია შპს "გზა–კომფორტ"–ს, ხოლო სამეწარმოე რეესტრის ამონაწერის (განაცხადის ნომერი: 131004, განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B10120507, ამონაწერის მომზადების თარიღი: 29/09/2010) თანახმად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გააჩნია გიორგი წიკლაურს. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, შეიტანოს ცვლილება მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11/15/2012 წ. 434706 ბრძანებაში, კერძოდ: დამკვეთად დაფიქსირდეს შპს "გაზ–კომფორტი"; 2. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მერიის სსიპ – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 11/15/2012 წ. 434706 ბრძანებასთან ერთად; 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მერიაში (მის: შარატავს ქუჩა #7) მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 7 დეკემბერი, 2012გადაწყვეტილება459207 - თანხმობა
- 30 ნოემბერი, 2012ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- brdzaneba.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა