ქალაქი თბილისი , ქუჩა ფეიქრები , N 14 , (ნაკვეთი N3/70)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6429150
- გადაწყვეტილების თარიღი
- 24 აპრილი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი მაკარიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 209477298
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.19.003.087
- მესაკუთრე
- სააქციო საზოგადოება "აკორდი" (209477298)
- ფართობი
- 827 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.19.003.087საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1956476
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 22 მარტი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 33 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 24 აპრილი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6008373 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 22 მარტს №AR1956476 განცხადებით მომართა გიორგი მაკარიძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6008373 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6008373 ბრძანებით ქალაქ თბილისში, ფეიქრების ქუჩა №14-ში (ნაკვეთი N3/70) არსებულ №01.11.19.003.087 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2022 წლის 06 ივნისის №5946024 ბრძანებით შეთანხმებული სამრეცხაო-ქიმწმენდის (თვითმომსახურების ავტოსამრეცხაო) არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 04 ივლისიდან 2023 წლის 04 ივლისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით გარკვეული მიზეზების გამო ვერ ხერხდება სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6008373 ბრძანების საფუძველზე მშენებლობის განხორციელება და ითხოვს მის ძალადაკარგულად გამოცხადებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882012071947, მომზადების თარიღი: 24/02/2012 წ.) თანახმად, №01.11.19.003.087 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს სს „აკორდი“ (ს/ნ: 209477298). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B12043884, მომზადების თარიღი: 03/04/2012 წ.) თანახმად, სს „აკორდის“ (ს/ნ: 209477298) დირექტორს წარმოადგენს ეთერი ქუბრიაშვილი (პ/ნ: 01002019720). სამსახურში წარმოდგენილია ეთერი ქუბრიაშვილის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: №230499680, რეგისტრაციის თარიღი: 20.04.2023 წ.). შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. სამსახურში წარმოდგენილია საპროექტო ტერიტორიის, დღევანდელი მდგომარეობით არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, რომლითაც დგინდება რომ სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6008373 ბრძანების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის. ამასთან, განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ უქმდება (მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, მშენებლობის ეტაპების დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი და არსებობის შემთხვევაში, დასუფთავების მოსაკრებელი). “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს გიორგი მაკარიძის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6008373 ბრძანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: დაკმაყოფილდეს გიორგი მაკარიძის 2023 წლის 22 მარტის №AR1956476 განცხადება. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 04 ივლისის №6008373 ბრძანება. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 24 აპრილი, 2023გადაწყვეტილება6429150 - თანხმობა
- 21 აპრილი, 2023ქალაქის პასუხი
- 21 აპრილი, 2023ფაილები აიტვირთა
- 22 მარტი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა