OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დ. აღმშენებლის ხეივანი მე-14 კმ. ; ქალაქი თბილისი , დიღმის სასწ. საცდელი მეურნეობა

AR1958847სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება4 აპრილი, 2023- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6444658
გადაწყვეტილების თარიღი
3 მაისი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი ქაფიანიძე
ორგანიზაცია
36697
დეველოპერი (ს/კ)
405310499

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.009.654
მესაკუთრე
შპს "ხეივანი" (405310499)
ფართობი
40 958 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1958847
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
4 აპრილი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
5

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 3 მაისი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 06 ოქტომბრის №6152774 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 04 აპრილს №AR1958847 განცხადებით მომართა ირაკლი ქაფიანიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 06 ოქტომბრის №6152774 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 06 ოქტომბრის №6152774 ბრძანებით №01.72.14.009.654 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 27 ოქტომბრის №6181711 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 27 ოქტომბრიდან 2026 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 06 ოქტომბრის №6152774 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ითხოვს საცხოვრებელ ფართობად 21582.8 კვ.მ-ის ნაცვლად 18797.1 კვ.მ-ის., კომერციულ ფართობად 1031.6 კვ.მ-ის ნაცვლად 972.6 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 5745.7 კვ.მ-ის ნაცვლად 5784.2 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 4525.3 კვ.მ-ის ნაცვლად 3770.3 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 318.7 კვ.მ-ის ნაცვლად 184.1 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 35008.2 კვ.მ-ის ნაცვლად 31312.4 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 06 ოქტომბრის №6152774 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 18797.1 კვ.მ., კომერციულ ფართობად: 972.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 5784.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 3770.3 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 184.1 კვ.მ., საერთო ფართობად: 31312.4 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 06 ოქტომბრის №6152774 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა +49.90 ნიშნულის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით (გარდა +49.90 ნიშნულის გეგმისა). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 06 ოქტომბრის №6152774 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 06 ოქტომბრის №6152774 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 3 მაისი, 2023გადაწყვეტილება6444658 - თანხმობა
  3. 2 მაისი, 2023ქალაქის პასუხი
  4. 2 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა
  5. 1 მაისი, 2023ქალაქის პასუხი
  6. 1 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა
  7. 27 აპრილი, 2023ქალაქის პასუხი
  8. 27 აპრილი, 2023ფაილები აიტვირთა
  9. 25 აპრილი, 2023ქალაქის პასუხი
  10. 25 აპრილი, 2023ფაილები აიტვირთა
  11. 4 აპრილი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები4

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა