OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხი, N 11

AR1959141სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება5 აპრილი, 2023
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6437108
გადაწყვეტილების თარიღი
28 აპრილი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზურაბ ლოლაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405004196

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.16.002.101
მესაკუთრე
შპს ,,ემ სი ემ LTD MCM" (405004196)
ფართობი
4 497 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1959141
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
5 აპრილი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
23 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 28 აპრილი, 2023ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6183775 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 05 აპრილს №AR1959141 განცხადებით მომართა ზურაბ ლოლაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6183775 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6183775 ბრძანებით, ქ. თბილისში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხი №11-ში (ს/კ: №01.19.16.002.101) არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2022 წლის 12 ოქტომბრის №6162108 ბრძანებით შეთანხმებული საწყობის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით აღარ არსებობს სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6183775 ბრძანების საფუძველზე მშენებლობის განხორციელების ინტერესი და ითხოვს მის ძალადაკარგულად გამოცხადებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია: №882022642631, მომზადების თარიღი: 05/10/2022 წ.) თანახმად, №01.19.16.002.101 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ემ სი ემ LTD MCM“ (ს/ნ: 405004196). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22120545; მომზადების თარიღი: 27/09/2022 წ.) შპს „ემ სი ემ LTD MCM“-ის (ს/ნ: 405004196) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ვეფხია ციმაკურიძე (პ/ნ: 10002000795). წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია ვეფხია ციმაკურიძის (პ/ნ: 10002000795) მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 221411333, რეგისტრაციის თარიღი: 17.10.2022 წ.). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. სამსახურში 2023 წლის 05 აპრილის №AR1959147 განცხადებაზე წარმოდგენილია საპროექტო ტერიტორიის, დღევანდელი მდგომარეობით არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა, რომლითაც დგინდება, რომ სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6183775 ბრძანების საფუძველზე სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოები არ არის. ამასთან, განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ უქმდება (მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, მშენებლობის ეტაპების დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი და დასუფთავების მოსაკრებელი). “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს ზურაბ ლოლაშვილის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6183775 ბრძანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს ზურაბ ლოლაშვილის 2023 წლის 05 აპრილის №AR1959141 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 28 ოქტომბრის №6183775 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 28 აპრილი, 2023გადაწყვეტილება6437108 - თანხმობა
  3. 5 აპრილი, 2023ფაილები აიტვირთა
  4. 5 აპრილი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა