ქალაქი თბილისი, შანდორ პეტეფის ქუჩა, N 44
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6451585
- გადაწყვეტილების თარიღი
- 8 მაისი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლევან დარასელია
- ორგანიზაცია
- 30477
- დეველოპერი (ს/კ)
- 400154319
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.10.002.398
- მესაკუთრე
- შპს ,,ტერასა გრუპი" (404536445)
- ფართობი
- 1 800 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.10.002.398საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1959491
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 6 აპრილი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 4 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 7
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 8 მაისი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6384652 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 6 აპრილს №AR1959491 განცხადებით მომართა ლევან დარასელიამ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6384652 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6384652 ბრძანებით № 01.17.10.002.398 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 27 მარტიდან 2025 წლის 16 ივნისის ჩათვლით. წარმოდგენილი განაცხადით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6384652 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ საოფისე ფართობად 1401.4 კვ.მ-ის ნაცვლად 1285.0 კვ.მ-ის, კომერციულ ფართობად 341.9 კვ.მ-ის ნაცვლად 331.2 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 894.4 კვ.მ-ის ნაცვლად 891.9 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 1927.0 კვ.მ-ის ნაცვლად 2036.0 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 49.8 კვ.მ-ის ნაცვლად 44.2 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1470.8 კვ.მ-ის ნაცვლად 1428.9 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 11382.1 კვ.მ-ის ნაცვლად 11314.0 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული - შეთანხმებული გეგმები არ იცვლება (გარდა „+50.700,+53.85“ ნიშნულის გეგმისა), უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება და ტექნიკური შეცდომების გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6384652 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6384652 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდეს 1285.0 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 331.2 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 891.9 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 2036.0 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 44.2 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 1428.9 კვ.მ., საერთო ფართობად - 11314.0 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6384652 ბრძანებით შეთანხმებული - „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული გეგმები (გარდა „+50.700,+53.85“ ნიშნულის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6384652 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 მარტის №6384652 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 8 მაისი, 2023გადაწყვეტილება6451585 - თანხმობა
- 4 მაისი, 2023ქალაქის პასუხი
- 4 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 4 მაისი, 2023ქალაქის პასუხი
- 4 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 2 მაისი, 2023ქალაქის პასუხი
- 2 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 21 აპრილი, 2023ქალაქის პასუხი
- 21 აპრილი, 2023ფაილები აიტვირთა
- 21 აპრილი, 2023ფაილები აიტვირთა
- 19 აპრილი, 2023ქალაქის პასუხი
- 19 აპრილი, 2023ფაილები აიტვირთა
- 18 აპრილი, 2023ქალაქის პასუხი
- 18 აპრილი, 2023ფაილები აიტვირთა
- 6 აპრილი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები8
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა