ქალაქი თბილისი , ქუჩა მინდელი , N 11
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6448841
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 მაისი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნინო ნორაკიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405176982
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.05.005.122
- მესაკუთრე
- შპს "არქი საბურთალო" (405176982)
- ფართობი
- 10 688 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.05.005.122საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1960922
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 13 აპრილი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 22 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 მაისი, 2023ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №6055802 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 13 აპრილს №AR1960922 განცხადებით მომართა ნინო ნორაკიძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №6055802 ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №6055802 ბრძანებით, ქ. თბილისში, მინდელის ქუჩა №11-ში მდებარე №01.14.05.005.122 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური კომპლექსის („დ“ ბლოკი) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 27 ივლისიდან 2024 წლის 27 ივლისის ჩათვლით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №6055802 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ სურს შეთანხმებულ ბრძანებაში გამორჩენილი 0.00 და +2.95 ნიშნულების გეგმების დამატება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები შეადარა შეთანხმებულ დოკუმენტაციას, მათ შორის ვექტორულ ფაილსა და ჭრილებს, რომლებითაც დგინდება, რომ საპროექტო შენობის -3.1 და +6.05 ნიშნულებს შორის მდებარეობს 0.00 და +2.95 ნიშნულები, რომლებიც 2022 წლის 10 ივნისის №AR1905589 განცხადებაზე „შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმების“ ველში - გეგმების „პდფ“ ფაილის გრაფაში, ტექნიკური შეცდომის შედეგად არ იქნა წარმოდგენილი. ამასთან, ამავე გეგმების „პდფ“ ფაილის გრაფაში დამატებით, სამჯერ არასწორად იქნა წარმოდგენილი ერთი და იგივე -3.1 ნიშნულის გეგმა („პდფ“ ფაილის 9, 10 და 11 გვერდები). აქედან გამომდინარე, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს შეთანხმებულ ბრძანებაში, გეგმებს დაემატოს გამორჩენილი 0.00 და +2.95 ნიშნულების გეგმები და შეთანხმებული ბრძანებიდან ამოღებულ იქნეს, 2022 წლის 10 ივნისის №AR1905589 განცხადებაზე გეგმების „პდფ“ ფაილის გრაფაში დამატებით სამჯერ არასწორად წარმოდგენილი ერთი და იგივე -3.1 ნიშნულის გეგმა („პდფ“ ფაილის 9, 10 და 11 გვერდები). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №6055802 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №6055802 ბრძანებაში და: 1.1. შეთანხმებულ გეგმებს დაემატოს ტექნიკური შეცდომის შედეგად გამორჩენილი 0.00 და +2.95 ნიშნულების გეგმები. 1.2. ამოღებულ იქნეს, 2022 წლის 10 ივნისის №AR1905589 განცხადებაზე გეგმების „პდფ“ ფაილის გრაფაში წარმოდგენილი „პდფ“ ფაილის 9, 10 და 11 გვერდები (დამატებით, სამჯერ არასწორად წარმოდგენილი ერთი და იგივე -3.1 ნიშნულის გეგმა). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №6055802 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 ივლისის №6055802 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 მაისი, 2023გადაწყვეტილება6448841 - თანხმობა
- 13 აპრილი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმები.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა