ქალაქი თბილისი , წყნეთი , ქუჩა სტალინი
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6431283
- გადაწყვეტილების თარიღი
- 25 აპრილი, 2023
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნათელა ფერიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 211361177
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.20.01.088.138
- მესაკუთრე
- ა(ა)ი.პ "საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება" (211361177)
- ფართობი
- 800 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.20.01.088.138საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-3
- K1
- 0,3
- K2
- 1
- K3
- 0,5
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1961017
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 13 აპრილი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 12 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 25 აპრილი, 2023ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 13 აპრილს №AR1961017 განცხადებით მომართა ნათელა ფერიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 1 აპრილის №5875743 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 1 აპრილის №5875743 ბრძანებით, ქ. თბილისში, წყნეთში, სტალინის ქუჩაზე მდებარე №01.20.01.088.138 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა სასტუმროს კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 11 მაისის №5932076 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 11 მაისიდან 2023 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2022 წლის 1 აპრილის №5875743 ბრძანებით არასწორად არის შეთანხმებული პროექტის კონსტრუქციული ნაწილი და შესაბამისად, ითხოვს მის ჩანაცვლებას წარმოდგენილი გასწორებული პროექტის კონსტრუქციული ნაწილით. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ წარმოდგენილი პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში საპროექტო სვეტების მონოლითური რკინა-ბეტონის 40x40სმ. B25 ბეტონის კლასი შეცვლილია B22.5 ბეტონის კლასით, რაც დაუშვებელია, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით პროექტის კონსტრუქციულ ნაწილში ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება. ასევე, რაც შეეხება წარმოდგენილი რიგელების მონოლითური რკინა-ბეტონის შეცვლილ ზომებს, აღნიშნული შეუსაბამოა შეთანხმებულ პროექტის კონსტრუქციული ნაწილის საექსპერტო შეფასებასა და მომიჯნავე ნაკვეთებზე/გზაზე ზეგავლენის ექსპერტიზის დასკვნასთან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სამსახურის 2022 წლის 1 აპრილის №5875743 ბრძანებაში არ ფიქსირდება ტექნიკური შეცდომა პროექტის კონსტრუქციულ ნაწილთან მიმართებით, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2022 წლის 1 აპრილის №5875743 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 25 აპრილი, 2023გადაწყვეტილება6431283 - უარი
- 13 აპრილი, 2023ფაილები აიტვირთა
- 13 აპრილი, 2023ფაილები აიტვირთა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა