OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩა, N 66

AR1961459სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება18 აპრილი, 2023
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6453308
გადაწყვეტილების თარიღი
10 მაისი, 2023
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
კობა გოგრიჭიანი
დეველოპერი (ს/კ)
406095130

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.12.12.002.045
მესაკუთრე
შპს "ბინექს" (406095130)
ფართობი
2 628 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1961459
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
18 აპრილი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
22 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 მაისი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 18 აპრილის №AR1961459 განცხადებით მომართა კობა გოგრიჭიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში ცვლილების შეტანა ავტოსადგომების განლაგებასთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 04 მარტის №2466181 ბრძანებით №01.12.12.002.045 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 04 მარტიდან 2017 წლის 04 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებით ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.12.12.002.045) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 15 ივნისიდან 2021 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და ავტოსადგომების განლაგების სამსახურის 2016 წლის 04 მარტის №2466181 ბრძანებით შეთანხმებული განლაგების (-3.70 ნიშნულის გეგმა) ანალოგიურად დაფიქსირებას. სამსახურმა, შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ წინამდებარე განცხადება არასწორად იქნა დარეგისტრირებული „ცვლილება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში“ ნომენკლატურით. ავტოსადგომების განლაგების ცვლილება საჭიროებს შეთანხმებულ არქიტექტურულ პროექტში ცვლილების შეტანას (კორექტირებას). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ავტოსადგომების განლაგების ცვლილება საჭიროებს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილებას (კორექტირებას), სამსახური მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების და სამსახურის 2021 წლის 15 ივნისის №5450506 ბრძანებაში ავტოსადგომების განლაგების სქემასთან (-3.70 ნიშნულის გეგმასთან) დაკავშირებით ცვლილების შეტანის შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 10 მაისი, 2023გადაწყვეტილება6453308 - უარი
  3. 18 აპრილი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა