ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ცამეტი ასურელი მამას ქუჩა, N 103
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6472974
- გადაწყვეტილების თარიღი
- 23 მაისი, 2023
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი გურგენიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 406197770
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.094.820
- მესაკუთრე
- ალექსი კობაიძე (P/N: *********33)
- ფართობი
- 2 500 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.094.820საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1961711
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 20 აპრილი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 29 ივნისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 9 ივნისი, 2023ვადა გაგრძელდა10 დღით, ახალი ვადა: 29 ივნისი, 2023
- 23 მაისი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2023 წლის 20 აპრილის №AR1961711 განმეორებითი განცხადება, რომლითაც ითხოვთ სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2023 წლის 27 აპრილის №6435731 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ ხარვეზები არ იქნა შევსებული. კერძოდ, საცხოვრებელ, საზაფხულო, დამხმარე და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობებში კვლავ შეყვანილია სავენტილაციო შახტების და კოლონების ფართობები. საცხოვრებელ ფართობში ასევე შეყვანილია ბინებისა და აივნების გამყოფი კედლები. აღნიშნული ფართები დატანილ უნდა იქნას შიდა კონტურზე, სავენტილაციო შახტებისა, კოლონების და ბინის შემომზღუდავი კედლების გარეშე. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობში არ უნდა იქნას შეყვანილი ლიფტის შახტის ფართობები. შეყვანილ უნდა იქნას მხოლოდ -3.10 ნიშნულის გეგმაზე არსებული ლიფტის შახტების ფართობები (სხვა გეგმებზე ლიფტის შახტის ფართობები არ არსებობს (სიცარიელეა), შესაბამისად არც ერთ ფართობში არ შედის). გარდა ამისა, წარმოდგენილ გეგმებზე ნაწილობრივ წაშლილია „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების მიზნებისთვის დატანილი აღნიშვნები. სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დაზუსტებულ იქნას მოთხოვნა საცხოვრებელ, საზაფხულო, დამხმარე, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. ასევე, საჭიროა წარმოდგენილ იქნას სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5199823 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე) მხოლოდ შესწორებული ფართობების დატანით. ვინაიდან სამსახურის 2023 წლის 27 აპრილის №6435731 ბრძანებას გაეცანით 2023 წლის 28 აპრილს, ხოლო განმეორებითი განცხადება წარმოადგინეთ 2023 წლის 22 მაისს, ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი 30 (ოცდაათი) სამუშაო დღიდან დარჩენილია 16 (თექვსმეტი) სამუშაო დღე. სამსახური გაძლევთ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას 16 (თექვსმეტი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თქვენი 2023 წლის 20 აპრილის №AR1961711 განცხადება დარჩება განუხილველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 23 მაისი, 2023გადაწყვეტილება6472974 - სხვა
- 22 მაისი, 2023ქალაქის პასუხი
- 22 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 19 აპრილი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა