OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ოთარ ჭილაძე , N 9

AR1965294სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება8 მაისი, 2023
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6475936
გადაწყვეტილების თარიღი
24 მაისი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თამთა ხაჟომია
დეველოპერი (ს/კ)
402202745

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.14.007.023
მესაკუთრე
შპს ".სპა" (211393776)
ფართობი
3 668 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1965294
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
8 მაისი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
4

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 24 მაისი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №6214528 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 08 მაისის №AR1965294 განცხადებით მომართა თამთა ხაჟომიამ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №6214528 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №6214528 ბრძანებით №01.10.14.007.023 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 17 ნოემბრიდან 2025 წლის 16 მაისის ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 02 მაისის №6441202 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №6214528 ბრძანებაში და ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 8295.83 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 2095.86 კვ.მ., სასტუმროს ნომრების ფართობად 147.75 კვ.მ., საერთო ფართობად - 24425.1 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №6214528 ბრძანებით შეთანხმებული +15.00 - +54.60 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა №AR1963360 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №6214528 ბრძანებით დაშვებულია შეცდომა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების მითითებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ამჯერად ითხოვს კომერციულ ფართობად 1727.14 კვ.მ-ის ნაცვლად 1480.93 კვ.მ-ის, ავტოსადგომების ფართობად 9769.67 კვ.მ-ის ნაცვლად 8815.9 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2388.85 კვ.მ-ის ნაცვლად 2342.1 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 24425.1 კვ.მ-ის ნაცვლად 23931.32 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელს, ასევე, სურს სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №6214528 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს დამხმარე ფართობი (407.96 კვ.მ.) და საწყობის ფართობი (344.99 კვ.მ.). სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები და შეცვლილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ არქიტექტურულ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №6214528 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №6214528 ბრძანებაში და: 1.1 ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს დამხმარე ფართობი - 407.96 კვ.მ., საწყობის ფართობი - 344.99 კვ.მ. 1.2 ტექნიკურ - ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად დაფიქსირდეს 1480.93 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად - 8815.9 კვ.მ, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 2342.1 კვ.მ, ხოლო საერთო ფართობად - 23931.32 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №6214528 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები (2023 წლის 02 მაისის №6441202 ბრძანებით ჩანაცვლებული არქიტექტურული გეგმების გათვალისწინებით) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №6214528 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 18 ნოემბრის №6214528 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 24 მაისი, 2023გადაწყვეტილება6475936 - თანხმობა
  3. 22 მაისი, 2023ქალაქის პასუხი
  4. 22 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა
  5. 18 მაისი, 2023ქალაქის პასუხი
  6. 18 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა
  7. 16 მაისი, 2023ქალაქის პასუხი
  8. 15 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა
  9. 15 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა
  10. 8 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა
  11. 8 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები6

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა