OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, წყალსადენის ქუჩა, N 55დ

AR1965398სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება8 მაისი, 2023
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6517143
გადაწყვეტილების თარიღი
19 ივნისი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი ქამუშაძე
ორგანიზაცია
3770
დეველოპერი (ს/კ)
404919987

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.04.028.080
მესაკუთრე
შპს ,,ევროთრეიდი" (404919987)
ფართობი
3 358 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1965398
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
8 მაისი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
4

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 19 ივნისი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5383931 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 08 მაისს №AR1965398 განცხადებით მომართა ირაკლი ქამუშაძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5383931 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5383931 ბრძანებით №01.11.04.028.080 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა საწყობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 24 მაისის №5413319 ბრძანებით შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 24 მაისიდან 2023 წლის 24 თებერვლის ჩათვლით კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5383931 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. შესაბამისად ითხოვს სასაწყობე ფართობად 1553.9 კვ.მ-ის ნაცვლად 1542.5 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 557.6 კვ.მ-ის ნაცვლად 539.4 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 147.4 კვ.მ-ის ნაცვლად 149.4 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 233.7 კვ.მ-ის ნაცვლად 221.8 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 2492.6 კვ.მ-ის ნაცვლად 2453.1 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე, დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. რაც შეეხება სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5383931 ბრძანებით შეთანხმებულ +4.50 ნიშნულის გეგმაზე „2“ ღერძთან დატანილ სვეტს და კოლონას, სამსახურმა დაადგინა, რომ აღნიშნული სვეტი და კოლონა შეთანხმებულ კონსტრუქციულ პროექტში არ არის გათვალისწინებული. ამასთან, დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 13 თებერვლის №ბ-10/01230301597-17 ბრძანებით ექსპლუატაციაში მიღებისთვის ვარგისად იქნა აღიარებული №01.11.04.028.080 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი (საწყობი -IV კლასი). ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე წარმოდგენილი არსებული სიტუაციის ფოტოსურათებიდან დგინდება, რომ +4.50 ნიშნულის გეგმაზე „2“ ღერძთან სვეტი და კოლონა არ ფიქსირდება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5383931 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5383931 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 2453.1 კვ.მ., სასაწყობე ფართობად 1542.5 კვ.მ., საოფისე ფართობად 539.4 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 149.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 221.8 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5383931 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. 3.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5383931 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 29 აპრილის №5383931 ბრძანებასთან ერთად. 5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 19 ივნისი, 2023გადაწყვეტილება6517143 - თანხმობა
  3. 17 ივნისი, 2023ქალაქის პასუხი
  4. 13 ივნისი, 2023ქალაქის პასუხი
  5. 13 ივნისი, 2023ფაილები აიტვირთა
  6. 6 ივნისი, 2023ქალაქის პასუხი
  7. 6 ივნისი, 2023ფაილები აიტვირთა
  8. 8 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა