ქალაქი თბილისი , დასახლება აეროდრომი , ქუჩა X , სახლი N3
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6458025
- გადაწყვეტილების თარიღი
- 15 მაისი, 2023
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მამუკა კაპანაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 406180421
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.20.012.033
- მესაკუთრე
- ვერა ჯაყელი (P/N: *********10)
- ფართობი
- 458 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.20.012.033საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1965628
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 10 მაისი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 5 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 16 მაისი, 2023ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 28 ივნისი, 2023
- 15 მაისი, 2023გადაწყვეტილება6458025
- 15 მაისი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ შემდეგს: 1. "დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმა, ასევე, ძალაში შევიდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, რომლითაც არსებითაც შეიცვალა მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილი მოთხოვნები. სივრცით-ტერიტორიული მოწყობისათვის საჭიროა შესაბამისი პროცესების დაგეგმვა, რომელიც მოიცავს საქმიანობას, რომელიც არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიების გამოყენების, მიწათსარგებლობის, განაშენიანებისა და კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კუტურული მემკვიდრეობის დაცვის, რეკრეაციისა და სივრცით-ტერიტორიული პირობების, სატრანსპორტო, საინჟინრო და სოციალური ინფრასტრუქტურის, ასევე ეკონომიკური განვითარების სივრცით ასპექტებს და განსახლების ტერიტორიულ საკითხებს. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 თებერვლის №13-35 დადგენილებით დამტკიცებული სამსახურის დებულების მე-2 მუხლის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურის მიზანია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელება. ამავე დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ”ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს თავის ფუნქციების შეუფერხებელი განხორციელების მიზნით უფლება აქვს განიხილოს შენობა-ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტები, მოახდინოს ფერთა შეთანხმება. სამსახურის უფლებამოსილებაში შედის ქალაქის ფუნქციური ელემენტების განვითარების პროცესის მოდელირება, ურბანული ქსოვილის ცალკეული მახასიათებლების ანალიზი, საპროექტო ვარიანტების და მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება. სამსახური მისი უფლებამოსილების გათვალისწინებით მიზანშეწონილად არ მიაჩნევს ნაკვეთის ერთობლივად 3 (სამი) ცალკე მდგომი ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლის განთავსებით განვითარებას და თვლის, რომ საჭიროა გაიმიჯნოს მიწის ნაკვეთები და თითოეული სახლისათვის ცალ- ცალკე ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე განხორციელდეს კონკრეტული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა, ან საჭიროა დატოვოთ მხოლოდ 1 (ერთი) ინდივიდუალურ საცხოვრებელი სახლისთვის მოთხოვნა. ვინაიდან ნაკვეთზე უკვე არის განთავსებული ერთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, შესაბამისად საჭიროა ობიექტის ფუნქციური დანიშნულების და მოთხოვნის ტექსტში შეიცვალოს შინაარსი და მოთხოვნა დაფიქსირდეს მხოლოდ ერთი ინდივიდუალური სახლის განთავსებაზე. 2. საინფორმაციო დაფა-ბანერი -> ....საინფორმაციო დაფა - ბანერის pdf ფაილი.: წარმოსადგენია საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-19-ე მუხლის, მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) მშენებლობის ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) მიწის ნაკვეთის მისამართს; გ) მშენებლობის სახეობას და შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას; დ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას/მისამართს და განაცხადის განხილვის ვადებს; ე) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობას ან/და გაბარიტებს. საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით დაკორექტირდეს დოკუმენტაცია. 3. წარმოადგინეთ შენობის განტავსების სქემა, დაიტანეთ უახლოესი მანძილი ხე-ნარგავებამდე და აქვე გაითვალისწინეთ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცემის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის #17-55 დადგენილების 26-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას მინიმალური დაშორება მშენებარე შენობა/ნაგებობასა და არსებულ მწვანე ნარგავებს შორის შეადგენს 3 მეტრს, ხოლო ამავე დადგენილების მე-7 პუნქტის თანახმად ბუჩქის შემთხვევაში 1.5 მეტრს. ხე-ნარგაობის მოჭრის ან გადარგვის შემთხვევაში წარმოსადგენი იქნება ტოპო-გეგმა მოსაჭრელი ან გადასარგავი ხე-მცენარეების მითითებით დამოწმებული უფლებამოსილი ორგანოს/სპეციალისტის მიერ და დენდროლოგიური დასკვნა (ტაქსაცია) ხეების მდგომარეობის, სახეობის და გარშემოწერილობის შესახებ. აქვე შენობის განთავსებისთვის გაითვალისწინეთ შემდეგი - იხ. დანართი.4. ვინაიდან თბილისის ინტერაქტიულ რუკაზე (http://maps.tbilisi.gov.ge) ხაზობრივი ნაგებობების ფენაში საპროექტო ტერიტორიის სიახლოვეს გადის ხაზოვანი ნაგებობა ელექტროგადამცემი ხაზი (მესაკუთრე:თვითმმართველი ერთეული), საჭიროა წარმოადგინოთ მესაკუთრის თანხმობა განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 10 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- aerodromis dasaxleba XquCa, saxli #3_Sps dolCe vita_01.19.20.012.033_03.05.2023.dwg
სხვა ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა