ქალაქი თბილისი, მირიან მეფის ქუჩა, N 89
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6476070
- გადაწყვეტილების თარიღი
- 24 მაისი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი მაზიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405305799
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.08.005.102
- მესაკუთრე
- მედეია ელიზბარაშვილი (P/N: *********58)
- ფართობი
- 4 566 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.08.005.102საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1966250
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 15 მაისი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 9 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 24 მაისი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286287 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 15 მაისს №AR1966250 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286287 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286287 ბრძანებით ქ. თბილისში, მირიან მეფის ქუჩა №89-ში მდებარე №01.10.08.005.102 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (შენობა №3) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 31 იანვრის №6306496 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 31 იანვრიდან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286287 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ ±0.000 ნიშნულის გეგმაზე დაფიქსირებულ №7 კომერციულ ფართობზე არასწორად არის დატანილი წარწერა - „ხანძრის მართვის ცენტრი“, შესაბამისად ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას და ±0.000 ნიშნულის გეგმის ჩანაცვლებას. სამსახურმა წარმოდგენილი ±0.000 ნიშნულის გეგმა შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ აღნიშნული ნიშნულის გეგმაზე “ბ'-ა'” ღერძებსა და “1-2” მონაკვეთში მდებარეობს №7 კომერციულ ფართობი (შტამპზე დაფიქსირებულია მისი დაკავებულობის ჯგუფი და შესაბამისი დატვირთვა), თუმცა მასზე არასწორად არის დატანილი წარწერა - „ხანძრის მართვის ცენტრი“. ამასთან, ამავე ნიშნულის გეგმაზე ავტოსადგომის ფართობზე (“ბ'-ა'” და „5-6“ მონაკვეთში) არასწორად არის დატანილი წარწერა - „საგენერატორე“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286287 ბრძანებაში და ამავე ბრძანებით შეთანმებული ±0.000 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს (სამსახურის 2023 წლის 03 მაისის №6445453 ბრძანებით ჩანაცვლებული გეგმების გათვალისწინებით) წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286287 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 იანვრის №6286287 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 24 მაისი, 2023გადაწყვეტილება6476070 - თანხმობა
- 20 მაისი, 2023ქალაქის პასუხი
- 20 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 15 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა