ქალაქი თბილისი , ფერდობი ნუცუბიძე , მიკრო/რაიონი III , (ნაკვეთი N25/63) ; ქალაქი თბილისი , ფერდობი ნუცუბიძე , მიკრო/რაიონი III , (ნაკვეთი N25/62)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6562262
- გადაწყვეტილების თარიღი
- 14 ივლისი, 2023
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- რომეო ესართია
- დეველოპერი (ს/კ)
- 401983396
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.02.025.251
- მესაკუთრე
- შპს ბი. აი. ჯი. (401983396)
- ფართობი
- 1 431 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.02.025.251საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1968068
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 28 მაისი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 4
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 ივლისი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2023 წლის 28 მაისის №AR1968068 განმეორებითი განცხადება რომლითაც ითხოვთ სამსახურის 2022 წლის 15 სექტემბრის №6124157 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2023 წლის 02 ივნისის №6490134 ბრძანებით, 2023 წლის 19 ივნისის №6516650 და 2023 წლის 23 ივნისის №6525346 გადაწყვეტილებებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ დადგენილი ხარვეზები არ არის გამოსწორებული. ამჯერად წარმოდგენილ გეგმებზე, საოფისე ფართობები კვლავ მეტობითაა მითითებული. ამასთან, კიბის უჯრედისა და სადარბაზო ფართობში საჭიროა კიბის საფეხურებისა და მხოლოდ +0.75 ნიშნულის გეგმაზე არსებული ლიფტის შახტის ფართობები იქნეს დაანგარიშებული. განგიმარტავთ, რომ სამსახურში 2023 წლის 22 ივნისს წარმოდგენილ გეგმებზე საოფისე და კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობებზე მითითებული იყო სწორი ფართობები, შესაბამისად საჭიროა მიუთითოთ აღნიშნულის იდენტურად. აგრეთვე, საზაფხულო ფართობიც წარმოდგენილ გეგმებზე მეტობითაა მითითებული და მათში შეყვანილია შემომსაზღვრელი და გამყოფი კედლები, ასევე კარის ღიობის ნაწილი. საჭიროა გეგმებზე დაფიქსირდეს შესაბამისი ფართობები. ამჟამად, მოთხოვნის ტექსტში დამხმარე ფართობი არ არის დაზუსტებული. შესაბამისად თუ გსურთ დამხმარე ფართობის გასწორებაც, საჭიროა გეგმებზე მიუთითოთ შესაბამისი ფართობები და დააზუსტოთ მოთხოვნა. ამასთან, საჭიროა „ზ“ და „8“ ღერძებიც დატანილ იქნეს წარმოდგენილ გეგმებზე. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა დაზუსტებულ იქნეს მოთხოვნა საოფისე, საზაფხულო, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს, აგრეთვე საერთო ფართობებთან, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში დამხმარე ფართობთან დაკავშირებით. წარმოდგენილ იქნეს სამსახურის 2022 წლის 15 სექტემბრის №6124157 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე) გასწორებული ფართობებისა და ღერძების დატანით. ვინაიდან, სამსახურის 2023 წლის 23 ივნისის №6525346 გადაწყვეტილებას გაეცანით 2023 წლის 26 ივნისს, ხოლო სამსახურს განმეორებით მომართეთ 2023 წლის 13 ივლისს, ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული 19 (ცხრამეტი) სამუშაო დღიდან დარჩენილია 6 (ექვსი) სამუშაო დღე. სამსახური გაძლევთ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას 6 (ექვსი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი 2023 წლის 28 მაისის №AR1968068 განცხადება დარჩება განუხილველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 14 ივლისი, 2023გადაწყვეტილება6562262 - სხვა
- 13 ივლისი, 2023ქალაქის პასუხი
- 13 ივლისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 22 ივნისი, 2023ქალაქის პასუხი
- 21 ივნისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 21 ივნისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 16 ივნისი, 2023ქალაქის პასუხი
- 12 ივნისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 24 მაისი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმები 13.07.2023.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები4
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა