OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი, N 22

AR1970978სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება7 ივნისი, 2023- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6580996
გადაწყვეტილების თარიღი
25 ივლისი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
სერგო გიორგაია
ორგანიზაცია
47266
დეველოპერი (ს/კ)
400170907

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.06.006.291
მესაკუთრე
შპს ეკო დეველოპმენტი (405231208)
ფართობი
1 770 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1970978
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
7 ივნისი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
48 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
4

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 25 ივლისი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №6313364 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 7 ივნისს №AR1970978 განცხადებით მომართა სერგო გიორგაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №6313364 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №6313364 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ფარნავაზ მეფის გამზირი №22-ში მდებარე №01.10.06.006.291 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 3 თებერვლიდან 2024 წლის 3 თებერვლის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №6313364 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ საცხოვრებელი ფართობი 2527.7 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 2528.18 კვ.მ., საოფისე ფართობი 1214.56 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1326.78 კვ.მ., კომერციული ფართობი 831.28 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 716.68 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 508.98 კვ.მის ნაცვლად 509.13 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 1042.62 კვ.მ-ის ნაცვლად 999.16 კვ.მ., დამხმარე ფართობი 134.79 კვ.მ-ის ნაცვლად 155.32 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 1174.67 კვ.მ-ის ნაცვლად 1159.65 კვ.მ., საერთო ფართობი 7434.6 კვ.მ-ის ნაცვლად 7394.9 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმა-ნახაზები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. აგრეთვე, შეთანხმებული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №6313364 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №6313364 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 2528.18 კვ.მ., საოფისე ფართობად - 1326.78 კვ.მ., კომერციულ ფართობად - 716.68 კვ.მ., საზაფხულო ფართობად -509.13 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 999.16 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 155.32 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 1159.65 კვ.მ., საერთო ფართობად - 7394.9 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №6313364 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №6313364 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 3 თებერვლის №6313364 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 25 ივლისი, 2023გადაწყვეტილება6580996 - თანხმობა
  3. 24 ივლისი, 2023ქალაქის პასუხი
  4. 10 ივლისი, 2023ქალაქის პასუხი
  5. 22 ივნისი, 2023ქალაქის პასუხი
  6. 22 ივნისი, 2023ფაილები აიტვირთა
  7. 7 ივნისი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა