OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი, კონსტანტინე კაპანელის ქუჩა, N 8

AR1971746სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება12 ივნისი, 2023- ნუცუბიძე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6510435
გადაწყვეტილების თარიღი
14 ივნისი, 2023
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ილია ხავთასი
დეველოპერი (ს/კ)
404520452

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.02.010.049
მესაკუთრე
როლანდი მატარაძე (P/N: *********34)
ფართობი
876 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1971746
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
12 ივნისი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 14 ივნისი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 12 ივნისის №AR1971746 განცხადებით მომართა ილია ხავთასმა და მოითხოვა სამსახურის 2016 წლის 17 დეკემბრის №3003183 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 17 დეკემბრის №3003183 ბრძანებით №01.14.02.010.049 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 17 დეკემბრიდან 2017 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით. სამსახურის 2018 წლის 07 მარტის №3853783 ბრძანებით ზემოაღნიშნული მშენებლობის ვადის გასვლის გამო გაიცა ახალი მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 07 მარტიდან 2019 წლის 07 მარტის ჩათვლით. სამსახურის 2017 წლის 25 სექტემბრის №3563953 და 2017 წლის 10 ოქტომბრის №3618917 ბრძანებებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2016 წლის 17 დეკემბრის №3003183 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. ასევე, სამსახურის 2016 წლის 17 დეკემბრის №3003183 ბრძანებით შეთანხმებული 0.00, +3.10, +12.40, +15.50 და +18.60 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა 2017 წლის 13 ოქტომბრის №AR1549123 განცხადებაზე წარმოდგენილი შესწორებული ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2023 წლის 02 მაისის №ბ17.01231224 ბრძანებით მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში №01.14.02.010.049 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მდებარე სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობადამთავრებული ობიექტი (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი), საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 141-ე ტერცია მუხლის საფუძველზე. განმცხადებელი განმარტავს, რომ სამსახურის 2016 წლის 17 დეკემბრის №3003183 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, -6.00 და -3.00 ნიშნულებზე არ არის მითითებული სათავსების ფუნქციები. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ მშენებლობა ნაწარმოები იქნა სანებართვო პირობების დარღვევით და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალურ ინსპექციაში წარდგენილ იქნა ფაქტობრივი მდგომარეობის შესაბამისი ნახაზები, რომლებიც სამსახურთან შეთანმხებული არ ყოფილა. შესაბამისად, სამსახურის 2016 წლის 17 დეკემბრის №3003183 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები და მუნიციპალურ ინსპექციაში წარდგენილი (ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით დამუშავებული) დოკუმენტაცია ერთმანეთთან შეუსაბამოა. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა არსებული შენობის აზომვითი ნახაზი, ხოლო სამსახური უფლებამოსილია ტექნიკური შეცდომა გაასწოროს 2016 წლის 17 დეკემბრის №3003183 ბრძანებით, მის მიერ შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმებზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, წარმოდგენილია არსებული შენობის აზომვითი ნახაზი, ხოლო, მშენებლობადამთავრებული ობიექტი სანებართვო პირობების დარღვევით მუნიციპალური ინსპექციის მიერ მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში, აღნიშნული არ წარმოადგენს სამსახურის 2016 წლის 17 დეკემბრის №3003183 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას გაასწოროს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2016 წლის 17 დეკემბრის №3003183 ბრძანებაში. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 14 ივნისი, 2023გადაწყვეტილება6510435 - უარი
  3. 12 ივნისი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა