ქალაქი თბილისი , მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, (ნაკვეთი N19/4)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6579070
- გადაწყვეტილების თარიღი
- 26 ივლისი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი კაჭარავა
- დეველოპერი (ს/კ)
- 404865286
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.005.039
- მესაკუთრე
- შპს "თბილისი მედიკ" (404865286)
- ფართობი
- 6 200 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.005.039საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-2
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1972287
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 14 ივნისი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 7
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 26 ივლისი, 2023გადაწყვეტილება6579070 - თანხმობა
- 26 ივლისი, 2023ქალაქის პასუხი
1. დაკმაყოფილდეს მოქალაქე გიორგი კაჭარავას AR1972287 განცხადება და დამტკიცდეს თანდართული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები; 2. განემარტოს დამკვეთს, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დაკმაყოფილება აუცილებელია კონკრეტულ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად (მათ საფუძველზე დგება მშენებლობის განხორციელების დოკუმენტები) და იგი ძალაშია მისი გაცემის თარიღიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ.თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7), მისი ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები I. ინფორმაცია მიწის ნაკვეთის შესახებ • საკადასტრო კოდ(ებ)ი: 01.72.14.005.039 • ფართობი: 6200 კვ.მ • მიზნობრივი დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო • მიწათსარგებლობის ზონები, რომლებიც ვრცელდება ნაკვეთზე: ფუნქციური ზონა (ზონები): სამრეწველო ზონა 1 (ს-1) — შერეული სამრეწველო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ საწარმოო და სამრეწველო გამოყენების ტერიტორიებს; განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები; შესაძლებელია ს-1-ის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი შენობების/სამყოფების არსებობა არა უმეტეს საერთო ოდენობის 25%-ის, კანონმდებლობის შესაბამისად; სარეკრეაციო ზონა – სარეკრეაციო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებულ/დაგეგმილ გამწვანებულ ტერიტორიებს: პარკს, ღია სათამაშო მოედნებს და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიებს; ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონა: • ტერიტორიულ-სტრუქტურულ ზონა: პერიფერია – დედაქალაქის ტერიტორიების ათვისების დაბალი ხარისხის ნიშნით გამოყოფილი ტერიტორიული ელემენტი; • განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონა: _____ • განსაკუთრებული რეგულირების სარეკრეაციო ზონა: ________ • კულტურული მემკვიდრეობის ზონა: • გარემოს დაცვის ზონა:_______ • ნორმატიული ფასის ზონა: ზონა 2 (ფასი: 9 ლარი); • სპეციალური რეჟიმები:__________ • არქეოლოგიური უბანი/ობიექტი: ________ • ეკოლოგიური მდგომარეობა: _______ • მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის კეთილმოწყობა (მაგ.: შემოღობვა, საბავშვო სათამაშო მოედნები, გამწვანება):______ • ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობა: ________ II. ძირითადი მოთხოვნები მიწის ნაკვეთის ან/და შენობა-ნაგებობის სამშენებლო განვითარების მიმართ 1. სამშენებლო განვითარების მიზანი • მშენებლობის სახეობა: ახალი მშენებლობა • საპროექტო ობიექტი: სამეურნეო და საწარმოო ობიექტები; • ფუნქცია/დანიშნულება: საწყობი • შენობის (ნაგებობის) სართულიანობა და გაბარიტები: _______ 2. განაშენიანების რეგულირების პარამეტრები • კონკრეტული ფუნქციური ზონის პარამეტრები: სამრეწველო ზონა 1 (ს-1) განაშენიანების რეგულირების პარამეტრები კ-1 – კოეფიციენტი კ-2 – კოეფიციენტი კ-3 0,1 კოეფიციენტი საცხოვრებელი სიმჭიდროვე – ერთეული/ჰა მიწის ნაკვეთის ფართობი და ზომები მინიმალური ფართობი – კვ.მ მინიმალური სიგანე – მეტრი მინიმალური სიღრმე – მეტრი შენობა-ნეგებობის მაქსიმალური სიმაღლე – მეტრი შენიშვნა: კოეფიციენტების ანგარიშის წესი იხილეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებში. 3. მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები და მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრა • განაშენიანების რეგულირების (წითელი) ხაზი: __________ • განაშენიანების სავალდებულო (ლურჯი) ხაზი: ________ • საზოგადოებრივი საზღვრები: აღმოსავლეთით მისასვლელი გზის მხრიდან; • უკანა ეზო: დანართის შესაბამისად; • მაქსიმალურად დასაშვები სიმაღლე: განისაზღვროს საზოგადოებრივი საზღვრებიდან და უკანა ეზოს მხრიდან ფორმულით H=L/Y, სადაც; - H - განაშენიანების სიმაღლის რეგულირების ხაზის ნიშნულს; - L წარმოადგენს დაშორებას შენობასა და საზოგადოებრივ სივრცეს ან/და სამეზობლო საზღვარს შორის. - Y= წარმოადგენს კოეფიციენტს, რომლის მნიშვნელობაა: ა) 0.35 დასახლებათა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონებისათვის; ბ) 0.25 სამრეწველო ზონებისათვის; გ) 0.4 ყველა სხვა ზონისათვის. შენიშვნა: მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობათა განთავსების პირობები, მათი მაქსიმალური სიმაღლეების განსაზღვრის და მათი ნაწილების საზოგადოებრივ სივრცეში შეჭრის კონკრეტული წესები იხილეთ „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“-ს V თავი. გაფრთხილება : 1. პროექტის შეთანხმების სტადიაზე გათვალისწინებული იქნეს გარემოს დაცვის საქალაქო პირობები. 2. პროექტის შეთანხმების სტადიაზე წარმოდგენილი იქნას სს „თელასის“ მიერ დამოწმებული გენერალური გეგმა. 3. დაცულ იქნას ფუნქციურ ზონებს შორის საზღვარი. III. დამატებითი / სპეციალური მოთხოვნები მიწის ნაკვეთის (და შენობა-ნაგებობების) სამშენებლო განვითარების მიმართ 1. ავტოსადგომების ადგილების აუცილებელი რაოდენობა: ---------- 2. გასათვალისწინებელი ტექნიკური რეგლამენტები: • დაცულ იქნას „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების“ ტექნიკური რეგლამენტის (დამტკიცებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის N41 დადგენილებით) მოთხოვნები. 3. განაშენიანების ესთეტიკური პარამეტრების რეგულირება: • დაუშვებელია შენობა-ნაგებობების სახურავებზე შემდეგი გადახურვის მასალების გამოყენება: ა) ნებისმიერი ფორმის მოთუთიებული თუნუქი (დაცვითი საფარისა და შეღებვის გარეშე); ბ) ნებისმიერი ფორმის შიფერი; გ) ფიქალი (გარდა საკულტო ნაგებობებისა). • ექსტერიერის ელემენტები და მოწყობილობები/დანადგარები: • განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე არა/საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20 %-ს (გარდა შენობა-ნაგებობის ყრუ ფასადისა ან/და მშენებარე შენობა-ნაგებობის ფასადისა); • სარეცხის საშრობი-გასაფენი, გათბობის, კონდიცირების და სხვა მსგავსი მოწყობილობები/დანადგარები უნდა განთავსდნენ შენობის შიგნით, სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. მათი არარსებობის შემთხვევაში, დასაშვებია მათი განთავსება ექსტერიერის ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე, ერთიანი, მოწესრიგებული სახით. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მათი შემოსვა-შენიღბვა დეკორატიული ელემენტებით (ჟალუზი, ეკრანი და სხვა) და მათი არქიტექტურულ-მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტა. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე. • ანტენები (სატელიტური, რადიო და სხვა) უნდა განთავსდეს სახურავზე. ტექნიკური აუცილებლობის შემთხვევაში დასაშვებია მათი განთავსება შენობის ფასადზე, ვიზუალურად ნაკლებად აღქმად ნაწილებზე. დაუშვებელია ასეთი მოწყობილობა-დანადგარების განთავსება ქუჩის მხარე ფასადზე; • ღიობების დამცავი საშუალებები (ჟალუზების, გისოსების და სხვა) უნდა მოეწყოს ერთიანი პროექტის საფუძველზე, მათი არქიტექტურულ-მხატვრული მხარის ფასადებთან ერთად ერთიან სისტემაში გადაწყვეტით; • აივნე
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 24 ივლისი, 2023ქალაქის პასუხი
- 24 ივლისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 20 ივლისი, 2023ქალაქის პასუხი
- 20 ივლისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 18 ივლისი, 2023ქალაქის პასუხი
- 18 ივლისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 13 ივლისი, 2023ქალაქის პასუხი
- 13 ივლისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 10 ივლისი, 2023ქალაქის პასუხი
- 10 ივლისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 6 ივლისი, 2023ქალაქის პასუხი
- 3 ივლისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 28 ივნისი, 2023ფაილები აიტვირთა
- 14 ივნისი, 2023ფაილები აიტვირთა
ზოგი ძველი ჩანაწერი და გრძელი ტექსტის დასასრული აქ არ ჩანს.
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები2
- ტოპო.dwg
- ესკიზი გენგეგმა.pdfგახსნა ↗
დასკვნები და აზომვები5
სხვა ფაილები13
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა