OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ენუქიძის , N 7 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ენუქიძის , N 7-ის მიმდებარედ

AR1976907სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება7 ივლისი, 2023
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6559918
გადაწყვეტილების თარიღი
13 ივლისი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი ქამუშაძე
ორგანიზაცია
3770
დეველოპერი (ს/კ)
208151444

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.22.003.088
მესაკუთრე
შპს "სპეცმონტაჟი" (208151444)
ფართობი
10 964 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1976907
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
7 ივლისი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
6 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 13 ივლისი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №6522916 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 07 ივლისს №AR1976907 განცხადებით მომართა ირაკლი ქამუშაძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №6522916 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება საპროექტო ობიექტის, მისამართის და საკადასტრო კოდის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 05 მაისის №6449423 ბრძანებით №01.19.22.003.088 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა საწყობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №6522916 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 22 ივნისიდან 2025 წლის 22 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №6522916 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და საპროექტო ობიექტად მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ნაცვლად საწყობის დაფიქსირებას. ამასთან, განმცხადებელი, განმარტავს, რომ ბრძანებაში ასევე, არასწორად არის დაფიქსირებული მიწის ნაკვეთის მისამართი და საკადასტრო კოდი. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2023 წლის 17 მაისს №AR1966747 განცხადებით მოთხოვნილ იქნა №01.19.22.003.088 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებული საწყობის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემა. აღნიშნულ განცხადებაზე, განმცხადებლის მიერ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად წარმოდგენილ იქნა საინფორმაციო დაფა, სადაც საპროექტო ობიექტად მითითებულ იქნა საწყობი. ასევე, ნომენკლატურაში საპროექტო ობიექტი სწორად მიეთითა. სამსახურმა იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნა, თუმცა, სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №6522916 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად საპროექტო ობიექტი, მიწის ნაკვეთის მისამართი და საკადასტრო კოდი არასწორად დაფიქსირდა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882023226536; მომზადების თარიღი: 19/04/2023 წ.) საპროექტო ობიექტის მისამართს წარმოადგენს ქალაქი თბილისი, ენუქიძის ქუჩა №7, ქალაქი თბილისი, ენუქიძის ქუჩა №7-ის მიმდებარედ. ხოლო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდს - №01.19.22.003.088. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე, გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №6522916 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №6522916 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გაიცეს ქალაქ თბილისში, ენუქიძის ქუჩა №7, ქალაქ თბილისში, ენუქიძის ქუჩა №7-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.22.003.088) სამსახურის 2023 წლის 05 მაისის №6449423 ბრძანებით შეთანხმებული საწყობის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალოს მშენებლობის სანებართვო მოწმობა.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №6522916 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 ივნისის №6522916 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 13 ივლისი, 2023გადაწყვეტილება6559918 - თანხმობა
  3. 7 ივლისი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა