ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , მიკრო/რაიონი III , კორპუსი N29-ის მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6647071
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 სექტემბერი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- კირილე მორჩილაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 402185407
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.08.006.217
- მესაკუთრე
- შპს "პერსპექტივა 2" (402185407)
- ფართობი
- 6 194 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.08.006.217საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1977512
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 17 აგვისტო, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 5
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 სექტემბერი, 2023ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 აპრილის №6435665 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 17 აგვისტოს №AR1977512 განცხადებით მომართა კირილე მორჩილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 27 აპრილის №6435665 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 აპრილის №6435665 ბრძანებით №01.10.08.006.217 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 18 მაისის №6465960 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 18 მაისიდან 2026 წლის 15 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 15 ივნისის №6512195, სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6536333 და 2023 წლის 01 აგვისტოს №6592591 ბრძანებებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 27 აპრილის №6435665 ბრძანებაში საცხოვრებელ, საზაფხულო, ავტოსადგომების და საერთო ფართობებთან, ასევე, ღია ავტოსადგომების ფართობთან დაკავშირებით. ასევე, სამსახურის 2023 წლის 27 აპრილის №6435665 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 აპრილის №6435665 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად ითხოვს კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 3177.0 კვ.მ-ის ნაცვლად 3261.7 კვ.მ-ის, სარდაფის ფართობად 258.77 კვ.მ-ის ნაცვლად 177.76 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 115 კვ.მ-ის ნაცვლად 277.18 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 33520.52 კვ.მ-ის ნაცვლად 33686.39 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება და ასევე რიგელების დაფიქსირება შეთანხმებული კონსტრუქციული პროექტის შესაბამისად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 აპრილის №6435665 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 აპრილის №6435665 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 33686.39 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 3261.7 კვ.მ., სარდაფის ფართობად 177.76 კვ.მ., დამხმარე ფართობად 277.18 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 აპრილის №6435665 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 აპრილის №6435665 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 აპრილის №6435665, 2023 წლის 15 ივნისის №6512195, 2023 წლის 29 ივნისის №6536333 და 2023 წლის 01 აგვისტოს №6592591 ბრძანებებთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 სექტემბერი, 2023გადაწყვეტილება6647071 - თანხმობა
- 4 სექტემბერი, 2023ქალაქის პასუხი
- 4 სექტემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
- 1 სექტემბერი, 2023ქალაქის პასუხი
- 1 სექტემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
- 30 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
- 30 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
- 23 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
- 23 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
- 17 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები5
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა