ქალაქი თბილისი , მეფე სოლომონ II-ის ქუჩა , N 6 ; ქალაქი თბილისი , ქუჩა კრწანისი , N 3 ; ქალაქი თბილისი , მეფე სოლომონ II-ის ქუჩა , N 4
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6572507
- გადაწყვეტილების თარიღი
- 20 ივლისი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლევან გოროზია
- დეველოპერი (ს/კ)
- 204909858
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.06.006.311
- მესაკუთრე
- შპს "უნივერსიტეტი გეომედი" (204909858)
- ფართობი
- 5 469 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.06.006.311საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1977645
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 11 ივლისი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 9 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 20 ივლისი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6535803 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 11 ივლისს №AR1977645 განცხადებით მომართა ლევან გოროზიამ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6535803 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6535803 ბრძანებით №01.18.06.006.311 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა უმაღლესი სასწავლებელის რეკონსტრუქციის (მიშენება ან მიშენება - დაშენება) არქიტექტურული პროექტი. სამსახურში ასევე ფიქსირდება 2023 წლის 04 ივლისის №AR1976143 განცხადება ზემოაღნიშნული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის (არსებული) კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის ველში შეცდომით არის შეყვანილი მხოლოდ სარეკონტრუქციო შენობა-ნაგებობის (შენობა №2, არსებული) ფართობი და არ არის დაანგარიშებული მიწის ნაკვეთზე მდებარე სხვა შენობა-ნაგებობის კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი. ხოლო, პროექტირების შედეგად მიღებული კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის ველში მითითებულია სარეკონტრუქციო შენობა-ნაგებობის (შენობა №2), სხვა არსებული შენობა-ნაგებობების და პროექტირების შედეგად წარმოქმნილი საპროექტო ფართის (1010.2 კვ.მ.) დაჯამებით მიღებული მაჩვენებელი. აქედან გამომდინარე, ითხოვს კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის ველში 2998.43 კვ.მ-ის ნაცვლად დააფიქსირდეს 4878 კვ.მ. ხოლო, პროექტირების შედეგად მიღებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებში 5888.1 კვ.მ-ის ნაცვლად 5888.2 კვ.მ. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6535803 ბრძანებაში სარეკონსტრუქციო შენობა-ნაგებობის (არსებული) კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის ველში მაჩვენებლები არასწორადაა მითითებული. წარმოდგენილი კროკების შესაბამისად, არსებული შენობების კ2 კოეფიციენტის ჯამი შეადგენს 4878 კვ.მ-ს. ამასთან, წარმოდგენილი კროკებისა და განმარტების შესაბამისად, საპროექტო კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი შეადგენს 1010.2 კვ.მ-ს. შესაბამისად, პროექტირების შედეგად მიღებული კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი შეადგენს 5888.2 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6535803 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6535803 ბრძანებაში და არსებული კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში) ველში დაფისირდეს 4878/5469=0.9, პროექტირების შედეგად მიღებული კ2 განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის საანგარიშო ფართობის (კვ.მ და ასახული კოეფიციენტში) ველში 58882.2/5469=1.1. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6535803 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 ივნისის №6535803 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 20 ივლისი, 2023გადაწყვეტილება6572507 - თანხმობა
- 19 ივლისი, 2023ქალაქის პასუხი
- 11 ივლისი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმების 45-46-ე გვერდები.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა