ქ. თბილისი, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6564258
- გადაწყვეტილების თარიღი
- 17 ივლისი, 2023
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნიკოლოზ გოგეშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405071265
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.16.015.516
- მესაკუთრე
- სახელმწიფო (203840433)
- ფართობი
- 3 904 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.16.015.516საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1977980
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 13 ივლისი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 4 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 21 აგვისტო, 2023ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 19 სექტემბერი, 2023
- 17 ივლისი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ, რომ ატვირთულ დოკუმენტაციაში გამოვლინდა გარკვეული სახის ხარვეზები (ხარვეზის შესახებ ინფორმაცია მითითებულია შესაბამისი ველების გასწვრივ), კერძოდ: 1.არებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის (საპროექტო ტერიტორიის) ტოპოგრაფიული გეგმა, მასშტაბი 1:500 -> ....ტოპოგრაფიული გეგმის pdf ფაილი : წარმოსადგენია ტოპოგრაფიული გეგმა დამოწმებული უფლებამოსილი პირის მიერ რეალური ხელმოწერილი და ბეჭდით დასკანირებული სახით; 2.ობიექტის ფუნქციური დანიშნულება -> ....ფუნქციური დანიშნულება : დაზუსტებულ აღნიშნულ ველში დაზუსტებულ იქნას პროცენტული თანაფარდობა კომერციულისა და საცხოვრებლის. თუ საპროექტო ობიექტი ითვალისწინებს, საზოგადოებრივ საქმიან ზონა 2-ში (სსზ-2) საცხოვრებელი ფუნქციით განვითარებას 25%-ზე მეტით, საჭიროა სპეციალური (ზონალური) შეთანხმების მიზნით, პირველ რიგში მიმართოთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ოფიციალურ პორტალზე. 3.საინფორმაციო დაფა-ბანერი -> ....საინფორმაციო დაფა - ბანერის pdf ფაილი.: წარმოსადგენია სრულყოფილი საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების 19-ე მუხლის შესაბამისად აუცილებლად უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე საინფორმაციო დაფა უნდა მოიცავდეს: • მშენებლობის ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაციას; • მიწის ნაკვეთის მისამართს; • მშენებლობის სახეობას და შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას; • მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას/მისამართს და განაცხადის განხილვის ვადებს (სარეკომენდაციოთ გაცნობებთ: მიუთითეთ კანონით დადგენილი განხილვის ვადა); • შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობას ან/და გაბარიტებს. • საინფორმაციო დაფის გაბარიტები და მასზე ინფორმაციის განთავსების პირობები, საჯაროობისა და თვალსაჩინოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიძლება დააზუსტონ მშენებლობის ნებართვის გამცემმა ორგანოებმა მინიმალური გაბარიტის ჯერადობის მიხედვით. საინფორმაციო დაფის მინიმალური გაბარიტია A2 ზომის ფორმატი. საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. 4.თქვენი 2023 წლის 13 ივლისის AR1977980 განცხადება გადაგზავნილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში #60-01231952892, პოზიციის დასაფიქსირებლად, აღნიშნული პოზიციის მიღებამდე სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე ეს პასუხი გეცნობებათ შეტყობინების სახით, რის შემდგომაც საჭიროა შემოაბრუნოთ განაცხადი განსახილველად. 5.წარმოდგენილ იქნას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო პოზიცია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენასთან დაკავშირებით. 6.ინტერაქტიული რუკის შესაბამისად მიწის ნაკვეთის სიახლოვეს რეგისტრირებულია ხაზობრივი ნაგებობები შპს. მაგთიკომის საკუთრებაში ს/კ: N01.01.808; და შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი საკუთრებაში ს/კ: N01.01.834; და ასევე, დაინტერესებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისსაკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქისმიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით უშუალოდ საპროექტო ტერიტორიაზე მცირედით ვრცელდება წყალმომარაგების ძირითადი ქსელის შეზღუდვა, საჭიროა წარმოადგინოთ შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული, თანხმობა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებასთან დაკავშირებით. 7.ვინაიდან მიწის ნაკვეთი მდებარეობს გეოდინამიკის - მაღალი საფრთხის ზონასი წარმოსადგენია საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა და საექსპერტო შეფასება;8.წარმოდგენილი იქნას საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებული ვალდებულების საფუძველი - ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი:29/06/2023 და საჭიროების შემთხვევაშო - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობა.9.გათვალისწინებულ იქნას, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის წერილი N : 18-01231982053 (17/07/2023). გაითვალისწინეთ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა განცხადებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 17 ივლისი, 2023გადაწყვეტილება6564258
- 13 ივლისი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- ACAD-LISI TOPO 28.09.2022-Model.dwg
სხვა ფაილები4
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა