ქალაქი თბილისი , ქუჩა აკაკი ბელიაშვილი , N 133
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6612308
- გადაწყვეტილების თარიღი
- 14 აგვისტო, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- კობა ჯანიკაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 402010658
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.02.003.429
- მესაკუთრე
- შპს "ჰობ დეველოპმენტი" (402010658)
- ფართობი
- 7 266 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.02.003.429საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-2
- K1
- 0,2
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1980533
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 26 ივლისი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 5
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6510177 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 26 ივლისის №AR1980533 განცხადებით მომართა კობა ჯანიკაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6510177 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6510177 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, აკაკი ბელიაშვილის №133-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.13.02.003.429), საგამოფენო დარბაზის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 16 ივნისიდან 2024 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6510177 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საოფისე ფართობი 1003.6 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 764.6 კვ.მ., კომერციული ფართობი: 2090.9 კვ.მ-ის ნაცვლად 1578.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობი: 168.6 კვ.მ-ის ნაცვლად 156.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 1138.4 კვ.მ-ის ნაცვლად 823.2 კვ.მ., საერთო ფართობი 4401.5 კვ.მ-ის ნაცვლად 3911.8 კვ.მ. ამასთან, მისივე განმარტებით, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილია კიბის უჯრედისა და სადარბაზოს (389.1 კვ.მ.) და დამხმარე ფართობების (199.9 კვ.მ.) დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6510177 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი: 389.1 კვ.მ., დამხმარე ფართობი: 199.9 კვ.მ. ასევე, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდეს: 764.6 კვ.მ., კომერციულ ფართობად: 1578.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 156.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად: 823.2 კვ.მ., საერთო ფართობად: 3911.8 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6510177 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა სახურავის გეგმისა) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6510177 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 16 ივნისის №6510177 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 14 აგვისტო, 2023გადაწყვეტილება6612308 - თანხმობა
- 11 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
- 11 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
- 9 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
- 8 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
- 8 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
- 7 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
- 7 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
- 2 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
- 2 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
- 2 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
- 25 ივლისი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები7
- 6510177.pdfგახსნა ↗
- ბელიაშვილის ფართები სწორი.pdfგახსნა ↗
- ბელიაშვილის ფართები სწორი.pdfგახსნა ↗
- kor 3_ სუფთა ფართებით.pdfგახსნა ↗
- kor 3_ სუფთა ფართებით.pdfგახსნა ↗
- kor a_ სუფთა ფართებით.pdfგახსნა ↗
ყველას ჩვენება (7)ნაკლების ჩვენება
- swori fartebi.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა