ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი , ასმათის ქუჩა , N 13
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6608135
- გადაწყვეტილების თარიღი
- 10 აგვისტო, 2023
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზურაბ ლოლაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 400225065
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.035.142
- მესაკუთრე
- მამუკა გუბელაძე (P/N: *********99)
- ფართობი
- 1 200 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.035.142საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1981858
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 1 აგვისტო, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 9 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 10 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 01 აგვისტოს №AR1981858 განცხადებით მომართა ზურაბ ლოლაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5276657 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5276657 ბრძანებით №01.72.14.035.142 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 4 თებერვლიდან 2021 წლის 4 ივნისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5276657 ბრძანებით შეთანხმებული +16.320 ნიშნულის გეგმაზე ბინა №36 და ბინა №37 საცხოვრებელი და საერთო ფართობები არასწორადაა მითითებული, შესაბამისად ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას და ამავე ნიშნულის გეგმის ჩანაცვლებას. სამსახურმა, შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ წარმოდგენილი +16.320 ნიშნულის გეგმაზე ბინა №36 და ბინა №37 გეგმარება იცვლება, რაც იწვევს აღნიშნული ბინების ფართობების ცვლილებასაც. აღნიშნული არ წარმოადგენს ტექნიკურ შეცდომას და საჭიროებს შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის ცვლილებას (კორექტირებას). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ბინა №36-ის და ბინა №37-ის საცხოვრებელი და საერთო ფართობები შეესაბამება ამავე ბინების ექსპლიკაციაზე მითითებულ ფართობებს, შესაბამისად, სამსახურის 2021 წლის 04 თებერვლის №5276657 ბრძანებით შეთანხმებულ დოკუმენტაციაში ამ კუთხით ხარვეზი არ ფიქსირდება და სამსახური მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 10 აგვისტო, 2023გადაწყვეტილება6608135 - უარი
- 8 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
- 8 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
- 1 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა