OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი, ჯამბულ წურწუმიას ქუჩა, N 2

AR1981917სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება2 აგვისტო, 2023- სამგორი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6625547
გადაწყვეტილების თარიღი
21 აგვისტო, 2023
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ავთანდილ სირაძე
დეველოპერი (ს/კ)
404960761

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.23.021.007
მესაკუთრე
შპს "GREEN ENERGY" (404960761)
ფართობი
1 750 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1981917
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
2 აგვისტო, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
19 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი

    2023 წლის 02 აგვისტოს №AR1981917 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 02 აგვისტოს №AR1981917 განცხადებით მომართა ავთანდილ სირაძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 05 მაისის №6448799 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 30 მარტის №6393685 ბრძანებით №01.19.23.021.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მაღაზიის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 05 მაისის №6448799 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 05 მაისიდან 2024 წლის 05 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, აღარ არსებობს სამსახურის 2023 წლის 05 მაისის №6448799 ბრძანების შესაბამისად მშენებლობის განხორციელების ინტერესი და ითხოვს აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას. სამსახურმა, წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად, დაადგინა, რომ დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882023729838; მომზადების თარიღი: 20/07/2023 წ.) №01.19.23.021.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „GREEN ENERGY” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404960761). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: B20036027; მომზადების თარიღი: 22/05/2020 წ.) შპს „GREEN ENERGY”-ის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გიორგი თედორაძე. შესაბამისად, საჭიროა, წარმოდგენილ იქნას შპს „GREEN ENERGY”-ის დირექტორის - გიორგი თედორაძის მიერ განმცხადებლის - ავთანდილ სირაძის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. ამასთან, სამსახურში არ არის წარმოდგენილი საპროექტო მიწის ნაკვეთის, დღევანდელი მდგომარეობით, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. ამასთან, განგიმარტავთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით, ძალადაკარგულად გამოცხადება ნიშნავს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეწყვეტას მისი ძალადაკარგულად გამოცხადების დღიდან. ამასთან, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ 2023 წლის 05 მაისის №6448799 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგები არ უქმდება (მათ შორის, მშენებლობის ეტაპების დარღვევის შემთხვევაში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგი და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დამატებითი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1.წარმოადგინოს საპროექტო ტერიტორიის, დღევანდელი მდგომარეობით, არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალა. 1.2.წარმოადგინოს შპს „GREEN ENERGY”-ის დირექტორის - გიორგი თედორაძის მიერ განმცხადებლის - ავთანდილ სირაძის სახელზე გაცემული მინდობილობა რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. 2.ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2023 წლის 02 აგვისტოს №AR1981917 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 21 აგვისტო, 2023გადაწყვეტილება6625547 - სხვა
  3. 2 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა