OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ცოტნე დადიანის ქუჩა N7ბ, კორპუსი N1, კორპუსი N2, კორპუსი N3, კორპუსი N4.

AR1982408სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება4 აგვისტო, 2023
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6618909
გადაწყვეტილების თარიღი
17 აგვისტო, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვალერი გელაშვილი
ორგანიზაცია
44543
დეველოპერი (ს/კ)
243859749

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.16.02.038.077
მესაკუთრე
შპს "ლიტ ჯეო ინვესტი" (204531088)
ფართობი
12 288 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1982408
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
4 აგვისტო, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 17 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 02 აგვისტოს №6594862 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 04 აგვისტოს №AR1982408 განცხადებით მომართა ვალერი გელაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 02 აგვისტოს №6594862 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 02 აგვისტოს №6594862 ბრძანებით, №01.16.02.038.077 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 2 აგვისტოდან 2023 წლის 2 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 02 აგვისტოს №6594862 ბრძანების პროექტირების შედეგად მიღებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ავტოსადგომის ფართობი 1475.4 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1483.3 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და სარეკონსტრუქციო ობიექტის საპროექტო გეგმა შეადარა შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ სარეკონსტრუქციო ობიექტის საპროექტო გეგმაზე ფართობების დაზუსტება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ საერთო ფართობი 9283.8 კვ.მ-ის ნაცვლად იქნება 9291.7 კვ.მ. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 02 აგვისტოს №6594862 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს: 1483.3 კვ.მ., საერთო ფართობად: 9291.7 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 02 აგვისტოს №6594862 ბრძანებით შეთანხმებული სარეკონსტრუქციო ობიექტის საპროექტო გეგმა (-3.00 ნიშნული) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული ამავე ნიშნულის სარეკონსტრუქციო ობიექტის საპროექტო გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 02 აგვისტოს №6594862 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 02 აგვისტოს №6594862 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 17 აგვისტო, 2023გადაწყვეტილება6618909 - თანხმობა
  3. 16 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
  4. 16 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
  5. 14 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
  6. 13 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
  7. 4 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა