ქალაქი თბილისი , ქუჩა მინდელი , N 11
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6632071
- გადაწყვეტილების თარიღი
- 24 აგვისტო, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნინო ნორაკიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405176982
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.05.005.122
- მესაკუთრე
- შპს "არქი საბურთალო" (405176982)
- ფართობი
- 10 688 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.05.005.122საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1982523
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 4 აგვისტო, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 0 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 4
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 24 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 13 მაისის №5935809 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 04 აგვისტოს №AR1982523 განცხადებით მომართა ნინო ნორაკიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 13 მაისის №5935809 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ღია ავტოსადგომების ფართობთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 13 მაისის №5935809 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მინდელი ქუჩა №11-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.05.005.122), მრავალფუნქციური კომპლექსის (ც ბლოკის) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 13 მაისიდან 2024 წლის 13 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 13 მაისის №5935809 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, გამორჩენილია ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად 32 ღია ავტოსადგომის ფართობის - 441.6 კვ.მ-ის დაფიქსირება. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. კერძოდ, სამსახურის 2022 წლის 13 მაისის №5935809 ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გეგმაზე და +6.20 ნიშნულის გეგმაზე „ც“ ბლოკისთვის დატანილია 32 ღია ავტოსადგომი (ფართობი: 441.6 კვ.მ.). ამასთან, გენ-გეგმა და +6.20 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, ხდება მხოლოდ, ღია ავტოსადგომებზე გაბარიტული ზომებისა და ფართობების დატანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 13 მაისის №5935809 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს: ღია ავტოსადგომები: 441.6 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 13 მაისის №5935809 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა და +6.20 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გენ-გეგმით და +6.20 ნიშნულის გეგმით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 13 მაისის №5935809 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 13 მაისის №5935809 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 24 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
- 24 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
- 24 აგვისტო, 2023გადაწყვეტილება6632071 - თანხმობა
- 22 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
- 22 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
- 18 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
- 18 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
- 4 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
- 4 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები5
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა