ქალაქი თბილისი , ქუჩა დ. უზნაძე , N 14
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6638673
- გადაწყვეტილების თარიღი
- 30 აგვისტო, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ჯოხაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405332135
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.16.05.001.023
- მესაკუთრე
- შპს "ბეტა ფროფერთიზ" (405332135)
- ფართობი
- 2 800 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.16.05.001.023საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1983830
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 29 აგვისტო, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 30 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 აგვისტოს №6601393 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 29 აგვისტოს №AR1983830 განცხადებით მომართა გიორგი ჯოხაძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 10 აგვისტოს №6601393 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4475623 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, დ. უზნაძის ქუჩა №14-ში მდებარე №01.16.05.001.023 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 25 აპრილიდან 2021 წლის 25 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2019 წლის 1 ოქტომბრის №4693642 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4475623 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციასთან დაკავშირებით. სამსახურის 2019 წლის 28 ოქტომბრის №4727934 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4475623 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2019 წლის 16 ოქტომბრის №AR1713024 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. სამსახურის 2021 წლის 27 იანვრის №5259091, 2022 წლის 3 მაისის №5915747 და 2023 წლის 10 აგვისტოს №6601393 ბრძანებებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4475623 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 10 აგვისტოს №6601393 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ „2023 წლის 10 აგვისტოდან 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით“ ნაცვლად არასწორად დაფიქსირდა „2023 წლის 10 აგვისტოდან 2024 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2023 წლის 31 ივლისის №AR1981648 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 28 თვეზე. შესაბამისად, სამსახურის 2023 წლის 10 აგვისტოს №6601393 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2023 წლის 10 აგვისტოდან 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში, ტექნიკური შეცდომის შედეგად, მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 აგვისტოს №6601393 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 აგვისტოს №6601393 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 24 აპრილის №4475623 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 10 აგვისტოდან 2025 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 10 აგვისტოს №6601393 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2019 წლის 24 აპრილის №4475623, 2021 წლის 27 იანვრის №5259091, 2022 წლის 3 მაისის №5915747 და 2023 წლის 10 აგვისტოს №6601393 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 30 აგვისტო, 2023გადაწყვეტილება6638673 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა