OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა; ქალაქი თბილისი , დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობა, მიმდებარედ (ნაკვეთი 09/177)

AR1984858სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება17 აგვისტო, 2023- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6638044
გადაწყვეტილების თარიღი
30 აგვისტო, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
რევაზ ტყემალაძე
დეველოპერი (ს/კ)
405597288

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.009.650
მესაკუთრე
შპს "ნიაპოლისი" (204900759)
ფართობი
1 150 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1984858
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
17 აგვისტო, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 30 აგვისტო, 2023გადაწყვეტილება6638044 - თანხმობა
  2. 30 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №6565692 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 17 აგვისტოს №AR1984858 განცხადებით მომართა რევაზ ტყემალაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №6565692 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №6565692 ბრძანებით №01.72.14.009.650 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 17 ივლისიდან 2025 წლის 17 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 27 ივლისის №6585174 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2023 წლის 17 ივლისის №6565692 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 27 ივლისიდან 2025 წლის 27 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №6565692 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ავტოსადგომის ფართობი 399.65 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 393.90 კვ.მ., საერთო ფართობი 4797.9 კვ.მ-ის ნაცვლად 4792.15 კვ.მ. განმცხადებელს, ასევე, სურს სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №6565692 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 96 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი შიდა ავტოსადგომების ფართობი შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი შიდა ავტოსადგომების ფართობი არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა, ასევე დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №6565692 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე მდებარეობს 8 ღია ავტოსადგომი და მათი ჯამური ფართობი შეადგენს 96. კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №6565692 ბრძანებაში და: 1.1.აღნიშნული ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს 4792.15 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად 393.90 კვ.მ. 1.2.აღნიშნულ ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 96 კვ.მ. 1.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №6565692 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა (გეგმების pdf ფაილის მე-20 ფურცელი) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. 2.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №6565692 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 17 ივლისის №6565692 ბრძანებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 29 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
  4. 29 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
  5. 24 აგვისტო, 2023ქალაქის პასუხი
  6. 24 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
  7. 24 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
  8. 17 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები4

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა