OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , ქუჩა მატროსოვის , N 7 ; ქალაქი თბილისი , გამზირი ქეთევან წამებული , N 71

AR1985841სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება22 აგვისტო, 2023
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6647462
გადაწყვეტილების თარიღი
7 სექტემბერი, 2023
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ბექა ჩიქობავა
დეველოპერი (ს/კ)
406320841

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.12.005.064
მესაკუთრე
შპს "სახლი 71" (406320841)
ფართობი
9 658 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1985841
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
22 აგვისტო, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
16 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 7 სექტემბერი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 22 აგვისტოს №AR1985841 განცხადებით მომართა ბექა ჩიქობავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანებით №01.17.12.005.064 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მაღაზიის არქიტექტურული პროექტი. დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის. სამსახურის 2023 წლის 15 აგვისტოს №6614830 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანებაში და ბრძანების „მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი“-ს ველში საპროექტო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად დაფიქსირდნენ შპს „მერიდიანი 2007“ (ს/ნ: 206284876) და შპს „სახლის 71“ (ს/ნ: 406320841). წინამდებარე განცხადებით განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანებაში ცვლილების შეტანას სამსახურის 2023 წლის 15 აგვისტოს №6614830 ბრძანების შესაბამისად და მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრის შპს „მერიდიანი 2007“ (ს/ნ: 206284876) დამატებას. როგორც ზემოთ აღინიშნა სამსახურის 2023 წლის 15 აგვისტოს №6614830 ბრძანებით უკვე გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანებაში და საპროექტო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეებად დაფიქსირდნენ შპს „მერიდიანი 2007“ (ს/ნ: 206284876) და შპს „სახლის 71“ (ს/ნ: 406320841). ამავე ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში მითითებულია, რომ წინამდებარე ბრძანება განხილული უნდა იქნას სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანებასთან ერთად. შესაბამისად, უნდა იხელმძღვანელოთ სამსახურის 2023 წლის 15 აგვისტოს №6614830 ბრძანებით. სამსახური ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. აღნიშნულის გათვალისწინებით, არქიტექტურული პროექტის შეთანხმების სტადიაზე მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო არ იკვლევს სამშენებლო მიწის ნაკვეთზე საკუთრების/სარგებლობის უფლებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სამსახურის 2023 წლის 15 აგვისტოს №6614830 ბრძანებით უკვე გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანებაში თანამესაკუთრეების მითითებასთან დაკავშირებით და ამასთან, სამსახურის მიერ დამკვეთის ცვლილება არ ხორციელდება არქიტექტურულ პროექტში სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2022 წლის 19 მაისის №5919381 ბრძანებაში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 7 სექტემბერი, 2023გადაწყვეტილება6647462 - უარი
  3. 22 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა