OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, დავარის ქუჩა, N 45ა

AR1986000სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება26 აგვისტო, 2023- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6667682
გადაწყვეტილების თარიღი
18 სექტემბერი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნინო ფარცხალაძე
დეველოპერი (ს/კ)
405429184

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.037.036
მესაკუთრე
ალექსი არაბული (P/N: *********31)
ფართობი
2 500 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1986000
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
26 აგვისტო, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
5

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 სექტემბერი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6435718 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 26 აგვისტოს №AR1986000 განცხადებით მომართა ნინო ფარცხალაძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6435718 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6435718 ბრძანებით №01.72.14.037.036 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 28 აპრილიდან 2024 წლის 18 აგვისტო ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №6589918 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6435718 ბრძანებაში მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6435718 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად ითხოვს საცხოვრებელ ფართობად 3988.85 კვ.მ-ის ნაცვლად 3989.01 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 1319.76 კვ.მ-ის ნაცვლად 1319.78 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 531.09 კვ.მ-ის ნაცვლად 717.92 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 6568.16 კვ.მ-ის ნაცვლად 6755.17 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმები და გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები არ იცვლება, უბრალოდ ხდება წარმოდგენილ არქიტექტურულ გეგმებზე ფართობების დაზუსტება და ტექნიკური შეცდომების გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6435718 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6435718 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს 3989.01 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 1319.78 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 717.92 კვ.მ., საერთო ფართობად - 6755.17 კვ.მ. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6435718 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6435718 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 28 აპრილის №6435718 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში./

    მეტის ჩვენება
  2. 18 სექტემბერი, 2023გადაწყვეტილება6667682 - თანხმობა
  3. 13 სექტემბერი, 2023ქალაქის პასუხი
  4. 13 სექტემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  5. 8 სექტემბერი, 2023ქალაქის პასუხი
  6. 8 სექტემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  7. 7 სექტემბერი, 2023ქალაქის პასუხი
  8. 7 სექტემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  9. 4 სექტემბერი, 2023ქალაქის პასუხი
  10. 4 სექტემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  11. 25 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა
  12. 23 აგვისტო, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები5

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა