ქალაქი თბილისი , სოფელი დიღომი
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6651929
- გადაწყვეტილების თარიღი
- 7 სექტემბერი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 24 ივლისი, 2023 – 24 ივლისი, 2025
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ქიშმარაია
- ორგანიზაცია
- 38880
- დეველოპერი (ს/კ)
- 405499205
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.040.856
- მესაკუთრე
- შპს "დაკი" (405183055)
- ფართობი
- 710 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.040.856საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1987933
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 სექტემბერი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 7 სექტემბერი, 2023ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №6578141 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 5 სექტემბერს №AR1987933 განცხადებით მომართა გიორგი ქიშმარაიამ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №6578141 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 16 მაისის ბრძანებით, ქ. თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე №01.72.14.040.856 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №6578141 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 24 ივლისიდან 2025 წლის 24 ივლისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „დაკი“ (პ/ნ: 405183055). წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №6578141 ბრძანებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის შპს „დაკის“ (პ/ნ: 405183055) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „ნიუ ფემილი 1“-ის (ს/ნ: 405499205) დაფიქსირებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882023951213, მომზადების თარიღი: 05/09/2023 წ.) თანახმად №01.72.14.040.856 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „ნიუ ფემილი 1“ (ს/ნ: 405499205). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B23093817, მომზადების თარიღი: 03/07/2023 წ.) თანახმად, შპს „ნიუ ფემილი 1“-ის (ს/ნ: 405499205) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გიორგი ქიშმარაია (პ/ნ: 55001006092). შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.72.14.040.856 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ნიუ ფემილი 1“ (ს/ნ: 405499205), რომლის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირიც მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2023 წლის 24 ივლისის №6578141 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ნიუ ფემილი 1“-ის (ს/ნ: 405499205) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №6578141 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „დაკის“ (პ/ნ: 405183055) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ნიუ ფემილი 1“ (ს/ნ: 405499205). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №6578141 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 24 ივლისის №6578141 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 7 სექტემბერი, 2023გადაწყვეტილება6651929 - თანხმობა
- 5 სექტემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 0000.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა