OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ცაცხვების ქუჩა, N 12

AR1989391სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება12 სექტემბერი, 2023
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6660525
გადაწყვეტილების თარიღი
13 სექტემბერი, 2023
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
22 ნოემბერი, 2022 – 22 ნოემბერი, 2025
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
პაატა ნუცუბიძე
დეველოპერი (ს/კ)
405582472

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.18.009.083
მესაკუთრე
დავითი ფურცხვანიძე (P/N: *********21)
ფართობი
600 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1989391
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
12 სექტემბერი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 13 სექტემბერი, 2023ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 ნოემბრის №6218346 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 12 სექტემბერს №AR1989391 განცხადებით მომართა პაატა ნუცუბიძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 22 ნოემბრის №6218346 გადაწყვეტილებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 7 ნოემბრის №6197585 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, ცაცხვების ქუჩა №12-ში მდებარე №01.10.18.009.083 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 22 ნოემბრის №6218346 გადაწყვეტილებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 22 ნოემბრიდან 2025 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში დამკვეთად დაფიქსირდა დავითი ფურცხვანიძე (პ/ნ: 60001028921). წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 22 ნოემბრის №6218346 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის ფურცხვანიძის (პ/ნ: 60001028921) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „ლისი ფიჭვების“ (ს/ნ: 405582472) დაფიქსირებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882023976893, მომზადების თარიღი: 12/09/2023 წ., 10:19:06) თანახმად №01.10.18.009.083 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „ლისი ფიჭვები“ (ს/ნ: 405582472). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22153395, მომზადების თარიღი: 02/12/2022 წ.) თანახმად, შპს „ლისი ფიჭვების“ (ს/ნ: 405582472) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ბათია ჯანაძე (პ/ნ: 60001139827). ხოლო, მის მიერ 2023 წლის 9 იანვარს გაცემული №230012337 მინდობილობით დგინდება განმცხადებლის - პაატა ნუცუბიძის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.10.18.009.083 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ლისი ფიჭვები“ (ს/ნ: 405582472), რომლის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირიც მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2022 წლის 22 ნოემბრის №6218346 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ლისი ფიჭვების“ (ს/ნ: 405582472) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 ნოემბრის №6218346 გადაწყვეტილებაში და დამკვეთად დავითი ფურცხვანიძის (პ/ნ: 60001028921) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ლისი ფიჭვები“ (ს/ნ: 405582472) . 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 ნოემბრის №6218346 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 22 ნოემბრის №6218346 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 13 სექტემბერი, 2023გადაწყვეტილება6660525 - თანხმობა
  3. 12 სექტემბერი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა