OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ქიზიყი , N 27 , (ნაკვ. N07/048)

AR1989778სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება14 სექტემბერი, 2023- ორხევი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6674832
გადაწყვეტილების თარიღი
21 სექტემბერი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ვლადიმერ აბრამიშვილი
დეველოპერი (ს/კ)
204885810

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.24.007.844
მესაკუთრე
შპს "საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემები" (204885810)
ფართობი
3 250 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1989778
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
14 სექტემბერი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 21 სექტემბერი, 2023ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 13 აპრილის №6415461 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 14 სექტემბერს №AR1989778 განცხადებით მომართა ვლადიმერ აბრამიშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 13 აპრილის №6415461 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 13 აპრილის №6415461 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, ქიზიყის ქუჩა №27-ში (ნაკვ. №07/048) მდებარე №01.19.24.007.844 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საწყობის (B1; B3) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი (განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული) და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 13 აპრილიდან 2024 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2023 წლის 13 აპრილის №6415461 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში არასწორად არის დაფიქსირებული საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2022 წლის 13 ოქტომბრის №AR1917436 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, ქ. თბილისში, ქიზიყის ქუჩა №27-ში (ნაკვ. N07/048) მდებარე №01.19.24.007.844 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, საწყობის (B1; B3) კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. რასთან დაკავშირებითაც, წარმოდგენილ იქნა შესაბამისი საპროექტო/სანებართვო დოკუმენტაცია, მათ შორის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. სამსახურის 2023 წლის 13 აპრილის №6415461 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილში, საპროექტო ობიექტის საკადასტრო კოდი არასწორად დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ სამსახურის 2023 წლის 13 აპრილის №6415461 ბრძანების ნომენკლატურის ველში მიწის ნაკვეთ(ებ)ი/ობიექტ(ებ)ი გრაფაში საპროექტო მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდი სწორად არის დაფიქსირებული. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882023084624, მომზადების თარიღი: 01/02/2023 წ.) თანახმად, ქ. თბილისში, ქიზიყის ქუჩა №27-ში (ნაკვ. №07/048) მდებარე მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდია - №01.19.24.007.844. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 13 აპრილის №6415461 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 13 აპრილის №6415461 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. შეთანხმდეს, ქ. თბილისში, ქიზიყის ქუჩა №27-ში (ნაკვ. №07/048) მდებარე №01.19.24.007.844 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული, საწყობის (B1; B3) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 13 აპრილის №6415461 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2023 წლის 13 აპრილის №6415461 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 21 სექტემბერი, 2023გადაწყვეტილება6674832 - თანხმობა
  3. 14 სექტემბერი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა