OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , დიდი დიღომი , ქუჩა დიმიტრი თავდადებული , კორპუსი N2 , მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , ქუჩა დიმიტრი თავდადებული , კორპუსი 2 , მიმდებარედ

AR1991516სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება24 სექტემბერი, 2023- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6690768
გადაწყვეტილების თარიღი
3 ოქტომბერი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მანუჩარ მარგიანი
ორგანიზაცია
14205
დეველოპერი (ს/კ)
402044042

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.06.006.287
მესაკუთრე
შპს "გ.მ.ს. ჯგუფი" (402044042)
ფართობი
3 298 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1991516
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
24 სექტემბერი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
9 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 3 ოქტომბერი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 4 სექტემბრის №6645083 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 24 სექტემბერს №AR1991516 განცხადებით მომართა მანუჩარ მარგიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 4 სექტემბრის №6645083 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 4 სექტემბრის №6645083 ბრძანებით, №01.10.06.006.287 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2025 წლის 4 სექტემბრის ჩათვლით. სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6667437 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2023 წლის 4 სექტემბრის №6645083 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში კომერციულ ფართობად დაფიქსირდა 556.55 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად - 1535.0 კვ.მ. საერთო ფართობად - 13692.45 კვ.მ. ამასთან, სამსახურის 2023 წლის 4 სექტემბრის №6645083 ბრძანებით შეთანხმებული -5.60, -2.80 და 0.00 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდა 2023 წლის 11 სექტემბრის №AR1989048 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული გეგმებით. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 4 სექტემბრის №6645083 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ამჯერად სურს შეთანხმებული -2.80 ნიშნულის გეგმაზე ავტოსადგომების ნუმერაციების გასწორება და თანმიმდევრობით დაფიქსირება. შესაბამისად, შეთანხმებული -2.80 ნიშნულის გეგმის ჩანაცვლება წარმოდგენილით. სამსახურმა წარმოდგენილი -2.80 ნიშნულის გეგმა შეადარა შეთანხმებულ ამავე ნიშნულის გეგმას და დაადგინა, რომ ამჯერად წარმოდგენილი -2.80 ნიშნულის გეგმაზე ავტოსადგომების ნუმერაციები თანმიმდევრულია, შესაბამისად შესაძლებელია შეთანხმებული -2.80 ნიშნულის გეგმის ჩანაცვლება წარმოდგენილით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 4 სექტემბრის №6645083 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 4 სექტემბრის №6645083 ბრძანებაში და შეთანხმებული (სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6667437 ბრძანების გათვალისწინებით) -2.80 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 4 სექტემბრის №6645083 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 4 სექტემბრის №6645083 და 2023 წლის 18 სექტემბრის №6667437 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 3 ოქტომბერი, 2023გადაწყვეტილება6690768 - თანხმობა
  3. 2 ოქტომბერი, 2023ქალაქის პასუხი
  4. 1 ოქტომბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  5. 24 სექტემბერი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა