ქალაქი თბილისი , ქინძმარაულის ქუჩა N5
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6693990
- გადაწყვეტილების თარიღი
- 4 ოქტომბერი, 2023
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბორის ხატიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 205206089
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.34.003.045
- მესაკუთრე
- ბორის ხატიაშვილი (P/N: *********86)
- ფართობი
- 1 000 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.34.003.045საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1992089
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 27 სექტემბერი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 4 ოქტომბერი, 2023ქალაქის პასუხი
2023 წლის 27 სექტემბრის №AR1992089 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 27 სექტემბერს №AR1992089 განცხადებით მომართა ბორის ხატიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 23 აგვისტოს №6628910 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 23 აგვისტოს №6628910 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, ქინძმარაულის ქუჩა №5-ში მდებარე №01.19.34.003.045 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 23 აგვისტოს №6628910 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ განმცხადებელს სურს შეთანხმებული „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული გეგმების ჩანაცვლება წარმოდგენილი გასწორებული (არქიტექტურულ გეგმებთან შესაბამისობაში მოყვანილი) გეგმებით. სამსახურმა წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ წარმოდგენილი და შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები შეუსაბამოა ერთმანეთთან, კერძოდ შეცვლილია გეგმარება, მაგ.: „+15.50; +18.60; +21.70“ ნიშნულის გეგმაზე „4-ა“ ღერძის კვეთაზე წაშლილია საჰაერო შახტა. ამასთან, წარმოდგენილი/შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები შეუსაბამოა წარმოდგენილ „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული გეგმებთან, მაგ.: +6.20 - +21.70 ნიშნულების გეგმებზე „გ-ბ“ ღერძებსა და „2-3“ მონაკვეთში ტიხრები/კედლები შეუსაბამოა ერთმანეთთან. გაითვალისწინეთ, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭიროა, წარმოსადგენი „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული ყველა ნიშნულის გეგმა აბსოლუტურად, მათ შორის გეგმარების თვალსაზრისით, შესაბამისობაში იყოს შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმებთან, ხოლო ფართობების მითითების თვალსაზრისით - წარმოსადგენი და შეთანხმებული „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული გეგმები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განახლებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს სამსახურის 2023 წლის 23 აგვისტოს №6628910 ბრძანებით შეთანხმებული მხოლოდ „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების შესაბამისად დამუშავებული გეგმები, რომლებიც გეგმარების თვალსაზრისით აბსოლუტურ შესაბამისობაში იქნება შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმებთან. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, 2023 წლის 27 სექტემბრის №AR1992089 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 4 ოქტომბერი, 2023გადაწყვეტილება6693990 - სხვა
- 27 სექტემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- arq gegmebi.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა