ქალაქი თბილისი, ირაკლი უჩანეიშვილის ქუჩა, N 47ბ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6694982
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 ოქტომბერი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ქეთევანი ნიკოლაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 404519437
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.08.009.011
- მესაკუთრე
- დავით გვენეტაძე (P/N: *********66)
- ფართობი
- 908 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.08.009.011საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-1
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,3
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1992349
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 28 სექტემბერი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 ოქტომბერი, 2023ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 ივლისის №5047026 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 28 სექტემბერს №AR1992349 განცხადებით მომართა ქეთევანი ნიკოლაძემ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 31 ივლისის №5047026 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 31 ივლისის №5047026 ბრძანებით №01.14.08.009.011 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა განაშენიანების რეგულირების გეგმის საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2020 წლის 12 აგვისტოს №5059025 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 12 აგვისტოდან 2022 წლის 27 თებერვლის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 31 ივლისის №5047026 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში გამორჩენილია საზაფხულო ფართობის დაფიქსირება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს საზაფხულო ფართობი 110.6 კვ.მ., ხოლო საერთო ფართობად 1708.7 კვ.მ-ის ნაცვლად დაფიქსირდეს 1819.3 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი საზაფხულო ფართობი შეადარა შეთანხმებულ გეგმა-ნახაზებს და დაადგინა, რომ შეთანხმებულ გეგმებზე ფიქსირდებოდა საზაფხულო ფართობები შესაბამისი კვადრატულობებით, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად არ იქნა ასახული სამსახურის 2020 წლის 31 ივლისის №5047026 ბრძანებაში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 ივლისის №5047026 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 ივლისის №5047026 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს დაემატოს საზაფხულო ფართობი 110.6 კვ.მ. ხოლო, საერთო ფართობად დაფიქსირდეს 1819.3 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 ივლისის №5047026 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 31 ივლისის №5047026 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 ოქტომბერი, 2023გადაწყვეტილება6694982 - თანხმობა
- 28 სექტემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- teqnikuri xarvezis Sescoreba.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა