OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ფერმწერთა , N 143 , N 145 , N 147 , N 149 , ქალაქი ქ.თბილისი , ლისის ტბის დასახლება

AR1993817სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება5 ოქტომბერი, 2023- ნუცუბიძე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6732116
გადაწყვეტილების თარიღი
27 ოქტომბერი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნიკა ჭუმბურიძე
დეველოპერი (ს/კ)
404617759

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.16.009.509
მესაკუთრე
ბინა ერთეულის მესაკუთრეები
ფართობი
13 746 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1993817
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
5 ოქტომბერი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 27 ოქტომბერი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666928 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 05 ოქტომბერს №AR1993817 განცხადებით მომართა ნიკა ჭუმბურიძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666928 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666928 ბრძანებით შეთანხმდა №01.14.16.009.509 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (,,ა“, ,,ბ“, ,,ც“ და ,,დ“ ბლოკები), კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 18 სექტემბრიდან 2026 წ ლ ი ს 18 სექტემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666928 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 16295.3 კვ.მ-ის ნაცვლად 14646.6 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 6782.6 კვ.მ-ის ნაცვლად 6730.4 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 743.4 კვ.მ-ის ნაცვლად 2601.2 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 199.5 კვ.მ-ის ნაცვლად 158 კვ.მ-ის დაფიქსირება. ამასთან, სამშენებლო მოცულობად 155.38 კუბ.მ-ის ნაცვლად 83947.5 კუბ.მ-ის, 0.00 ნიშნულის ზევით 129.49 კუბ.მ-ის ნაცვლად 70560.6 კუბ.მ-ის და 0.00 ნიშნულის ქვევით 25.89 კუბ.მ-ის ნაცვლად 13386.9 კუბ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ ზემოაღნიშნული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გასწორებასთან ერთად ზუსტდება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 27882.7 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666928 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666928 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 27882.7 კვ.მ. საცხოვრებელ ფართობად 14646.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 6730.4 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2601.2 კვ.მ., დამხმარე ფართობად 158 კვ.მ. ასევე, სამშენებლო მოცულობად 83947.5 კუბ.მ., 0.00 ნიშნულის ზევით 70560.6 კუბ.მ და 0.00 ნიშნულის ქვევით 13386.9 კუბ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666928 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები (გარდა, +17.10 ნიშნულების გეგმებისა („ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ბლოკები)) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666928 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 18 სექტემბრის №6666928 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 27 ოქტომბერი, 2023გადაწყვეტილება6732116 - თანხმობა
  3. 26 ოქტომბერი, 2023ქალაქის პასუხი
  4. 26 ოქტომბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  5. 24 ოქტომბერი, 2023ქალაქის პასუხი
  6. 24 ოქტომბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  7. 5 ოქტომბერი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა