ქალაქი თბილისი , გზატკეცილი წყნეთი , N 40ა ; ქალაქი თბილისი , ბაგები , წყნეთის გზატკეცილი , N 40 ; ქალაქი თბილისი , ბაგები , გზატკეცილი წყნეთი , N 36-ის მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6715668
- გადაწყვეტილების თარიღი
- 18 ოქტომბერი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნანა კაპანაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 402204299
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.08.001.600
- მესაკუთრე
- შპს ირ.აბაშიძე 555 (402204299)
- ფართობი
- 5 003 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 16 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.08.001.600საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1994019
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 6 ოქტომბერი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 12 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 18 ოქტომბერი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №6627219 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 6 ოქტომბერს №AR1994019 განცხადებით მომართა ნანა კაპანაძემ და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №6627219 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №6627219 ბრძანებით, №01.14.08.001.600 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 22 აგვისტოდან 2025 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №6627219 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად 1859.9 კვ.მ-ის ნაცვლად 1510.4 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 10541.2 კვ.მ-ის ნაცვლად 10191.7 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი +6.600, +9.900 და +13.200 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები და საზაფხულო ფართობის ჯამური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი საზაფხულო ფართობის მაჩვენებელი, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, შეთანხმებული +6.600, +9.900 და +13.200 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები არ იცვლება უბრალოდ ხდება წარმოდგენილ ამავე ნიშნულების არქიტექტურულ გეგმებზე (4, 5, 6 ფურცლები) ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №6627219 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №6627219 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საზაფხულო ფართობად დაფიქსირდეს 1510.4 კვ.მ., საერთო ფართობად - 10191.7 კვ.მ. 2. სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №6627219 ბრძანებით შეთანხმებული +6.600, +9.900 და +13.200 ნიშნულების არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გასწორებული არქიტექტურული გეგმებით (4, 5, 6 ფურცლები). 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №6627219 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 22 აგვისტოს №6627219 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 18 ოქტომბერი, 2023გადაწყვეტილება6715668 - თანხმობა
- 17 ოქტომბერი, 2023ქალაქის პასუხი
- 17 ოქტომბერი, 2023ფაილები აიტვირთა
- 6 ოქტომბერი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- ფართების კორექტირება +არსებული გეგმები+დაკორექტირებული გეგმები.+6,600;+9,900+13,200 ნიშნულები.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები1
- ფართების კორექტირება.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა