OpenCAD
თანხმობა

მისამართი უცნობია

AR1994280სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება9 ოქტომბერი, 2023- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6748267
გადაწყვეტილების თარიღი
7 ნოემბერი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
სერგო გიორგაია
ორგანიზაცია
47266
დეველოპერი (ს/კ)
400186151

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.05.007.273
მესაკუთრე
შპს გრინ ლენდ (400186151)
ფართობი
4 529 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1994280
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
9 ოქტომბერი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
7

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 7 ნოემბერი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 ოქტომბრის №6698870 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 9 ოქტომბერს №AR1994280 განცხადებით მომართა სერგო გიორგაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 6 ოქტომბრის №6698870 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 ოქტომბრის №6698870 ბრძანებით, №01.14.05.007.273 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 6 ოქტომბრიდან 2025 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 6 ოქტომბრის №6698870 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება, კერძოდ, ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად 7007.7 კვ.მ-ის ნაცვლად 7000.7 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2311.0 კვ.მ-ის ნაცვლად 2310.9 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2879.2 კვ.მ-ის ნაცვლად 2918.3 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 60.9 კვ.მ-ის ნაცვლად 207.2 კვ.მ-ის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გეგმები და გასწორებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები, ფართობების არასწორი დაჯამების გამო. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გასწორება გამოიწვევს მთლიანი საპროექტო შენობა-ნაგებობის საერთო ფართობის დაზუსტებასაც და 17405.3 კვ.მ-ის ნაცვლად შეადგენს 17583.6 კვ.მ-ს. ამასთან, შეთანხმებული გეგმები არ იცვლება უბრალოდ ხდება წარმოდგენილ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 ოქტომბრის №6698870 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 ოქტომბრის №6698870 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს - 7000.7 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 2310.9 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად - 2918.3 კვ.მ., დამხმარე ფართობად - 207.2 კვ.მ., საერთო ფართობად - 17583.6 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 ოქტომბრის №6698870 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 ოქტომბრის №6698870 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 6 ოქტომბრის №6698870 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 7 ნოემბერი, 2023გადაწყვეტილება6748267 - თანხმობა
  3. 6 ნოემბერი, 2023ქალაქის პასუხი
  4. 6 ნოემბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  5. 2 ნოემბერი, 2023ქალაქის პასუხი
  6. 27 ოქტომბერი, 2023ქალაქის პასუხი
  7. 27 ოქტომბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  8. 24 ოქტომბერი, 2023ქალაქის პასუხი
  9. 24 ოქტომბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  10. 19 ოქტომბერი, 2023ქალაქის პასუხი
  11. 19 ოქტომბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  12. 17 ოქტომბერი, 2023ქალაქის პასუხი
  13. 17 ოქტომბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  14. 9 ოქტომბერი, 2023ფაილები აიტვირთა
  15. 9 ოქტომბერი, 2023ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები7

ყველას ჩვენება (7)

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა