ქალაქი თბილისი , ქუჩა შუშის , N 38
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6737167
- გადაწყვეტილების თარიღი
- 1 ნოემბერი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლევან ხუხაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 400008781
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.04.017.349
- მესაკუთრე
- შპს "თიელსი პროფერთი მენეჯმენტ" (400008781)
- ფართობი
- 811 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.04.017.349საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1994819
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 11 ოქტომბერი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 21 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 1 ნოემბერი, 2023ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №5759100 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 11 ოქტომბერს №AR1994819 განცხადებით მომართა ლევან ხუხაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №5759100 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის თანახმად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №5759100 ბრძანებით, №01.11.04.017.349 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, საწყობის მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზე, არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მომხდარა. განმცხადებლის განმარტებით, აღარ არსებობს სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №5759100 ბრძანების საფუძველზე მშენებლობის განხორციელების ინტერესი და შესაბამისად, ითხოვს მის ძალადაკარგულად გამოცხადებას. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: 882021588412, მომზადების თარიღი: 26/07/2021 წ.) თანახმად, №01.11.04.017.349 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს "თიელსი პროფერთი მენეჯმენტ" (400008781). სამსახურში წარმოდგენილია შესაბამისი მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: №230665233, რეგისტრაციის თარიღი: 23.05.2023 წ.) შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 34–ე მუხლის მე–7 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადების საფუძველი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლით გათვალისწინებულის გარდა არის ნებართვის მფლობელის მოთხოვნა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამდენად, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და სამსახურში დაცული დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, სამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია დააკმაყოფილოს ლევან ხუხაშვილის მოთხოვნა და ძალადაკარგულად გამოაცხადოს სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №5759100 ბრძანება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაკმაყოფილდეს ლევან ხუხაშვილის 2023 წლის 11 ოქტომბრის №AR1994819 განცხადება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 13 იანვრის №5759100 ბრძანება. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 1 ნოემბერი, 2023გადაწყვეტილება6737167 - თანხმობა
- 11 ოქტომბერი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა