OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ოქროყანა , "გ" ზონა , (ნაკვ.01/029)

AR1995674სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება16 ოქტომბერი, 2023- ოქროყანა
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6723437
გადაწყვეტილების თარიღი
24 ოქტომბერი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დანი ქოსაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405451853

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.15.08.001.181
მესაკუთრე
შპს "მატრიქს კონსტრაქშენ" (404575688)
ფართობი
1 272 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1995674
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
16 ოქტომბერი, 2023
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
8 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 24 ოქტომბერი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №6672310 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 16 ოქტომბერს №AR1995674 განცხადებით მომართა დანი ქოსაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №6672310 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6609750 ბრძანებით, №01.15.08.001.181 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის მიზნით, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №6672310 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6609750 ბრძანებით დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, საზოგადოებრივი საზღვრების განსაზღვრასთან დაკავშირებით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №6672310 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა, კერძოდ აღნიშნულ ბრძანებას არ ერთვის შესაბამისი დანართი - შეცვლილი საზოგადოებრივი საზღვრების გათვალისწინებით. სამსახურმა, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2023 წლის 15 სექტემბრის №AR1989854 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ცვლილების შეტანა საზოგადოებრივი საზღვრების განსაზღვრასთან დაკავშირებით. სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №6672310 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შევიდა ცვლილება დამტკიცებულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად არ იქნა მომზადებული შესაბამისი დანართი - შეცვლილი საზოგადოებრივი საზღვრების გათვალისწინებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №6672310 ბრძანებაში და აღნიშნულ ბრძანებას დაერთოს შესაბამისი დანართი. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 29 სექტემბრის №6672310 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 11 აგვისტოს №6609750 და 2023 წლის 29 სექტემბრის №6672310 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 24 ოქტომბერი, 2023გადაწყვეტილება6723437 - თანხმობა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა