ქალაქი თბილისი, პეტრე იბერის ქუჩა, N 6ა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6749111
- გადაწყვეტილების თარიღი
- 8 ნოემბერი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- პაატა სვანიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405458133
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.06.001.283
- მესაკუთრე
- შპს "იქსმშენი დიდ დიღომში" (405458133)
- ფართობი
- 9 083 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 13 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.06.001.283საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1995881
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 17 ოქტომბერი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 22 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 8 ნოემბერი, 2023ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 17 ოქტომბერს №AR1995881 განაცხადით მომართა პაატა სვანიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, პეტრე იბერის ქუჩა №6ა-ში მდებარე №01.10.06.001.283 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 27 თებერვლიდან 2026 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთებად დაფიქსირდა შპს "იქსმშენ დეველოპმენტი" (ს/ნ: 405243482). სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებაში, სამსახურის 2023 წლის 31 მარტის №6395956 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. წინამდებარე განაცხადით, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო მოთხოვნილია სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და დამკვეთად შპს "იქსმშენ დეველოპმენტი"-ს (ს/ნ: 405243482) ნაცვლად შპს „იქსმშენი დიდ დიღომში“-ს (ს/ნ: 405458133) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №892023084744, მომზადების თარიღი: 05/10/2023 წ.) თანახმად, №01.10.06.001.283 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „იქსმშენი დიდ დიღომში“-ს (ს/ნ: 405458133) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B23020773; მომზადების თარიღი: 24/02/2023 წ.) შპს „იქსმშენი დიდ დიღომში“-ს (ს/ნ: 405458133) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს - ვალერიან კირკიტაძე (პ/ნ: 01024015037). სამსახურში წარმოდგენილია ვალერიან კირკიტაძის მიერ განმცხადებლის სახელზე გაცემული მინდობილობა (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი: 231427243, რეგისტრაციის თარიღი: 11.10.2023 წ.) შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.10.06.001.283 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „იქსმშენი დიდ დიღომში“ (ს/ნ: 405458133) და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „იქსმშენი დიდ დიღომში“-ს (ს/ნ: 405458133) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებაში და დამკვეთად შპს "იქსმშენ დეველოპმენტი"-ს (ს/ნ: 405243482) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „იქსმშენი დიდ დიღომში“-ს (ს/ნ: 405458133). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2023 წლის 27 თებერვლის №6344585 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 8 ნოემბერი, 2023გადაწყვეტილება6749111 - თანხმობა
- 17 ოქტომბერი, 2023ფაილები აიტვირთა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა